30 კითხვა რომელიც საკუთარ თავს უნდა დაუსვათ ახალი წლის დადგომამდე.

30 კითხვა რომელიც საკუთარ თავს უნდა დაუსვათ ახალი წლის დადგომამდე.
მიმდინარე წლის დასასრული - არის წლის შეჯამების და ახალი გეგმების დალაგების პერიოდი.თუმცა სერიოზულად მზგავს განხილვას არ ეძლევა არავინ. ჩვენ გვეზარება, არ გვცალია, რატომ უნდა დავხარჯოთ დრო ამაში.... სინამდვილეში მიზეზი იმაშია, რომ ძალიან რთულია - იყო გულახდილი საკუთარ თავთან. მაგრამ ამის გაკეთება აუცილებელია საკუთარი თავის უკეთ გასაგებად და მშვილი ცხოვრებისთვის.
შეეცადეთ გულახდილად უპასუხოთ შემდეგ კითხვებს:

1. წლის საუკეთესო მომენტი - იყო …
2. განსაკუთრებით რა მამხნევებდა ამ წელს?
3. წლის მთავარი სიახლე.
4. წლის ჰიმნი
5. ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები ჩემს ცხოვრებაში
6. რისი გაკეთება მიჭირს ყველაზე მეტად?
7. რა ფერი იყო ეს წელი?
8. ამ წლის რომელი მოვლენა მინდა დამამახსოვრდეს სამუდამოდ?
9. რა სიტყვას ვიძახდი ყველაზე ხშირად?
10. ამ წლის ყველაზე წინდაუხედავი შენაძენი.
11. მემგონი არ ღირდა ექსპერიმენტების ჩატარება ........
12. ეს მშვენიერი წელი იყო, იმიტომ რომ.....
13. რომელი შინაგანი პრობლემის გადალახვა მოვახერხე?
14. ვის ვეხუტებოდი ღამით?
15. ვის ქორწილში ვიყავი?
16. რა საშუალო ხელფასი მქონდა ამ წელს?
17. მქონდა თუ არა წელს ისეთი საუბარი რომელმაც თავდაყირა დააყენა ყველაფერი?
18. რა ახალი საქმე დავიწყე 2014 წელს?
19. თუ ერთი დღით სუპერგმირობა შემეძლებოდა, რას გავაკეთებდი ?
20. რაზე ვოცნებობ?
21. რას მივიჩნევ ჩემს მთავარ წარმატებად?
22. ეს წელი დღევანდელ დღემდე ერთ სიტყვაში
23. უკანასკნელი შეტყობინება რომელიც მე გავგზავნე.
24. ციტატა, რომელიც ამ წელს შეესაბამება.
25. შევასრულე ყველაფერი რაც დაგეგმილი მქონდა ამ წელს?
26. რამდეი ახალი მეგობარი შევიძინე ამ წელს?
27. ვის დავეხმარე ამ წელს?
28. სად ვიმოგზაურე?
29.რა საქმე გადავდე მომავალი წლისთვის?
30. რისი მიღჭევა მინდა ახალ წელიწადში?