მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კერძები

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კერძები
ზოგჯერ ფუფუნებისკენ სწრაფვა შეიძლება ნამდვილ უგუნურებაში გადაიზარდოს. წარმოგიდგენთ კულინარულ შედევრებს, რომლებიც ყველაზე მდიდარი გურმანების ჯიბესაც კი სერიოზული დარტყმას მიაყენებს. საკვები, რომელთა ღირებულება არა ასობით, არამედ ათასობით დოლარით იზომება.

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კერძები
ოქროს ქაფქეიქები
ასეთი მადისაღმძვრელი კექსები 24 კარატიანი ოქროთი, 1228 დოლარი დაგიჯდებათ.


სამეფო ნესვი იუბარი
ეს ნესვი სტაფილოსფერი გულით, ნესვის ორი ჯიშის ჰიბრიდს წარმოადგენს და იაპონიაში ყველაზე ძვირადღირებულ დელიკატესად ითვლება. გემრიელი და ტკბილი ხილის ფასი 26 000 დოლარია.


FleurBurger
ალბათ, ვერასოდეს წარმოიდგენდით, რომ ფასტ-ფუდი ამ სიაში იქნებოდა. ეს 5 000 დოლარად ღირებული ბურგერი, შეგიძლიათ ლას-ვეგასის რესტორან Fleur de Lys-ში შეიძინოთ. ალბათ გაინტერესებთ, რა ინგრედიენტებისგან შედგება ბურგერი? ძროხის ხორცი - ვაგიუ (იგივე, მარმარილოსებრი ძროხის ხორცი), ფუა-გრა, შავი ტრიუფელები და ტრიუფელის სოუსი ამ ბურგერს, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ბურგერად აქცევენ.

შეფ-მზარეულის, ანგელიტო არანეტა უმცროსის როლები
ამ კულინარული შედევრის ავტორი ფილიპინელი შეფ-მზარეული ანგელიტო არანეტაა. 4 როლისგან შემდგარი პორცია, რომელიც ოქროშია გახვეული, 2750 დოლარი ღირს.

ირანული თეთრი ხიზილალა ”მარგალიტი”
როგორც აღმოჩნდა, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ხიზილალა სულაც არაა შავი. ალბინოსი ბელუგა
ვეშაპის ხიზილალა, ერთი კილოგრამი დაახლოებით, 7-10 ათასი დოლარი ღირს. ასეთ ხიზილალას მსოფლიოში მხოლოდ ერთი ფირმა House Almas უშვებს, რომელიც ირანში მდებარეობს.

თეთრი ტრიუფელები
ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი და ძვირადღირებული სოკო მსოფლიოში. 1 კილოგრამი ტრიუფელი 230 000 დოლარი დაგიჯდებათ.

პიცა ” Royale 007”
ცნობილი შეფ-მზარეულის, დომენიკო კოროლის ექსკლუზიური პიცა. 4200 დოლარად ღირებული პიცის შიგთავსი კონიკში ჩამბალი ლობსტერის, ხიზილალას, ტომატის სოუსის, შოტლანდიური შებოლილი ორაგულის და ირმის ხორცისგან შედგება. ზემოდან 30 სანტიმეტრიან პიცას 24 კარატიანი, საკვებად ვარგისი ოქრო ამშვენებს.

დესერტი «Fortress Stilt Fisherman Indulgence»
ამ დესერტის ერთ-ერთი ინგრედიენტი იტალიური ოქროა. ტკბილეული 14500 დოლარი დაგიჯდებათ.

ნაყინის დესერტი ”მარწყვი არნო”
ეს მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული დესერტი ახალი ორლეანის რესტორან არნოში შეგიძლიათ დააგემოვნოთ. ერთი ულუფის ფასი 1400000 დოლარს აღწევს. საქმე ის არის, რომ თითოეულ კენკრას უიშვიათეს ღვინოში აწყობენ, ხოლო თვითონ დესერტს, ერნესტ კესელის კოლექციის 5 კარატიანი ვარდისფერი ბრილიანტით რთავენ.
სტატიის წყარო:ambebi.ge