უნდა იბრძოდნენ თუ არა ქართველი ჯარისკაცები უკრაინაში?

უნდა იბრძოდნენ თუ არა ქართველი ჯარისკაცები უკრაინაში?
ქართველი ჯარისკაცი ალექსანდრე გრიგოლაშვილი უკრაინაში, სავარაუდოდ, სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა. ამის შესახებ „რუსთავი2“-თან საუბრისას „ქართული ლეგიონის“ მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა, განაცხადა. მისივე თქმით, ქართველი მებრძოლები ფრონტის წინა ხაზის დატოვებას არ აპირებენ. უნდა იბრძოდნენ თუ არა ქართველი ჯარისკაცები უკრაინის ომში? - თემაზე ქალაქში მცირე გამოკითხვა ჩავატარეთ. გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა აცხადებს, რომ 2008 წელს აგვისტოს ომში უკრაინა გვერდით დაუდგა ქართველ ხალხს და ახლა, როდესაც მას უჭირს ქართველებიც ანალოგიურად უნდა მოიქცენენ.