ბავშვებს დაუსვეს შეკითხვა, თუ რა არის სიყვარული. ასეთ პასუხებს არავინ ელოდა...

ბავშვებს დაუსვეს შეკითხვა, თუ რა არის სიყვარული. ასეთ პასუხებს არავინ ელოდა...
რა არის სიყვარული? ეს ძალიან რთული კითხვაა, რომელზეც პასუხის გაცემა, მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ. ფსიქოლოგებმა ჩაატარეს კვლევა და ბავშვებს 4 დან 8 წლამდე დაუსვეს კითხვა, თუ რა არის სიყვარული. პასუხები ნამდვილად მოულოდნელი აღმოჩნდა...

ბავშვებს დაუსვეს შეკითხვა, თუ რა არის სიყვარული. ასეთ პასუხებს არავინ ელოდა...

8 წლის ჯესიკა: თუკი ნამდვილად არ გიყვარს, მაშინ არავითარ შემთხვევაში არ უნდა უთხრა მას "მე შენ მიყვარხარ". ხოლო თუ გიყვარს, მაშინ გამუდმებით უნდა უმეორო მას ამის შესახებ. სამწუხაროდ ხალხს ეს ხშირად ავიწყდება.

4 წლის მერი-ანა: სიყვარული ეს არის, როდესაც შენი ძაღლი მოგვარდება, გეფერება და სახეს გილოკავს მიუხედავად იმისა, რომ მთელი კვირით მარტო დატოვე.

7 წლის კრისი: სიყვარული ეს არის, როდესაც დედა ხედავს მამას ჭუჭყიანს, დასვრილს და მაინც ეუბნება, რომ ის ყველაზე სიმპათიურია მსოფლიოში.

7 წლის ნოელი: სიყვარული ნამდვილია, როდესაც ბიჭს ეტყვი, რომ შენ ძალიან მოგწონს მისი ახალი ზედა და ისიც მთელი კვირა არ იხდის მას.

8 წლის ემილი: სიყვარული ეს არის, როდესაც საათობის მანძილზე კოცნი ადამიანს და არ გბეზრდება, ხოლო როდესაც დაიღლები უბრალოდ ჩამოჯდები მასთან ერთად და რამე სასიამოვნოზე ისაუბრებ. სწორედ ასე იქცევიან ჩემი მშობლები.

7 წლის დენი: სიყვარული ეს არის, როდესაც დედა ამზადებს ყავას მამისათვის და სანამ მას მიუტანს, ყოველთვის სინჯავს ერთ ყლუპს, რათა დაადგინოს გემრიელია, თუ არა მის მიერ მოდუღებული ყავა.

4 წლის ტერი: სიყვარული ეს არის, როდესაც ვიღაცას შეუძლია გაგაღიმოს მაშინაც კი, როდესაც ძალიან დაღლილი ხარ.

6 წლის კრისი: სიყვარული ეს არის, როდესაც მიდიხარ საჭმელად სადმე და შემწვარი კარტოფილის დიდ ნაწილს უზიარებ სხვას, ხოლო მცირედით თვითონ კმაყოფილდები, სანაცვლოდ კი არაფერს მოითხოვ.

4 წლის ბილი: სიყვარული ეს არის, როდესაც ადამიანი შენს სახელს განსაკუთრებულად გამოთქვამს.

6 წლის რებეკა: როდესაც ბებიას დაემართა ართრიტი, მას აღარ შეეძლო მოხრა და ფეხის თითებზე მანიკურის წასმა, თუმცა ამ ყველაფერს მის მაგივრად ბაბუა აკეთებდა, მაშინაც კი, როდესაც მას თავად დაემართა ართრიტი ხელებზე. აი სწორედ ეს არის სიყვარული!