ყველაზე მეტად სხეულის რა ნაწილს მალავენ ქალები

ყველაზე მეტად სხეულის რა ნაწილს მალავენ ქალები
საკმაოდ მოულოდნელი და საინტერესო შედეგი ელოდათ მეცნიერებს, რომლებიც იმის გარკვევას ცდილობდნენ, რომელ გარეგნულ ნაკლს მალავენ ქალბატონები ყველაზე ხშირად. აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა თითქმის ნახევარს საკუთარი ფეხების გამოჩენის რცხვენია. ყველაზე მეტად ქალებს ვარიკოზი, ცელულიტი და ფების თითების სიმახინჯე აწუხებთ.

ყოველმა მეექვსემ განაცხადა, რომ სწორედ ფეხების გამო ერიდება კაბებისა და ქვედაკაბების ჩაცმას. საშუალო და უფროსი ასაკის ქალბატონების დაახლოებით 17% ამბობს, რომ სწორედ ფეხების ულამაზობამ განაპირობა მათ ცხოვრებაში წარუმატებლობა

მშვენიერი სქესის წარმომადგენელთა 60%-ზე მეტი პასუხობს, რომ თავს უფრო ბედნიერად იგრძნობდა, ლამაზი ფეხები რომ ჰქონოდა. 49% აღიარებს, რომ საცურაო კოსტიუმის ჩაცმისას ფეხებს პირსახოცით იმალავს. ბევრს კი სულაც სძულს თავისი ფეხები და საერთოდ არ იცვამს კაბას.
სტატიის წყარო:cacao.ge