სექსი ორგაზმის გარეშე: რაშია პრობლემა?

სექსი ორგაზმის გარეშე: რაშია პრობლემა?
ძალიან ბევრ ქალბატონს აწუხებს სერიოზული პრობლემა: ორგაზმის ვერ განცდა საყვარელ ადამიანთან სექსით დაკავებისას. ამ ქალბატონების დიდი ნაწილი ცდილობს დამალოს ეს პრობლემა და იმიტირებს ორგაზმს, ხოლო გარკვეულ ნაწილს აქვს იმის უნარი, ისაუბროს ხმამაღლა პარტნიორთან ამ საკითხთან დაკავშირებით. თუკი თქვენ მიეკუთვნებით ქალების იმ რიცხვს, რომლებიც ვერ განიცდიან ორგაზმს სექსის დროს, გული არ დაიწყვიტოთ. ჩვენ დაგეხმარებით და გაგარკვევთ ამ პრობლემის გამომწვევ მიზეზებში.

ექიმები ხშირ შემთხვევაში ორგაზმის უქონლობის მიზეზად ცუდ ეკოლოგიურ მდგომარეობას, არასწორ კვებას და ზოგადად ცხოვრების არასწორ რიტმს ასახელებენ, თუმცა ჩვენი რჩევა იქნება თავიდან ამოიგდოთ ეს მოსაზრება და პრობლემა საკუთარ თავში ეძებოთ.

პირველ და ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას, რომელიც ხელს გვიშლის ორგაზმის მიღწევაში, წარმოადგენს იმედგაცრუება. "როდესაც პირველად ბიჭს ვაკოცე, რომელიც სიგიჟემდე მომწონდა, მითხრა, რომ ჩემი კოცნა არაფრად ვარგოდა და ბევრი ვარჯიში მომიწევდა მის დასახვეწად. ამ სიტყვებმა ჩემზე და ჩემს ფსიქიკაზე იმდენად იმოქმედა, რომ საერთოდ დავკარგე კოცნის სურვილი და როგორც არ უნდა მეცადა, არაფერი გამომდიოდა, რამაც საბოლოოდ ჩვენი დაშორება გამოიწვია. დაახლოებით ერთი წელი გავიდა, რაც პარტნიორის გარეშე ვიყავი და კოცნაც არავიზე მიცდია. ბევრი სტატია, სამეცნიერო ნაშრომი, წიგნი წავიკითხე ამ საკითხთან დაკავშირებით და მივხვდი, რომ მთავარი საკუთარი თავის რწმენა, თავდაჯერებულობა იყო. სწორედ მაშინ ვაიძულე ჩემ თავს მერწმუნა საკუთარი შესაძლებლობების და თქვენ წარმოიდგინეთ მოვლენები საუკეთესოდ განვითარდა" - წერს ამერიკელი სექსოლოგი.

ერთ-ერთ მიზეზს ასევე შეიძლება წარმოადგენდეს მასტურბაცია. მანდილოსნების დიდი ნაწილი უარყოფს ფაქტს, რომ ისინი მასტურბირებენ, რაც ერთი დიდი სიცრუე და ტყუილია. გახსოვდეთ, რომ ხშირმა მასტურბაციამ შესაძლოა დიდი გავლენა მოახდინოს თქვენ ფსიქოლოგიაზე: "რა საჭიროა მყავდეს პარტნიორი, როდესაც შემიძლია თვითონ დავიკმაყოფილო თავი?"

ორგაზმის არ ქონა შეიძლება ასევე განაპირობოს გადატანილმა სტრესმა და დეპრესიამ. ამ დროს ორგანიზმს უბრალოდ შეუძლია უარი განაცხადოს ნორმალურად ფუნქციონირებაზე. სწორედ ამიტომ გირჩევთ მოეშვათ ცუდზე ფიქრს და იპოვოთ შვება საკუთარ თავში.

ბევრი ქალბატონი დარწმუნებულია, რომ მათ აუცილებლად უნდა განიცადონ ორგაზმი ყოველი სექსუალური აქტის დროს, თუმცა ეს ტყუილია. ხშირ შემთხვევაში მთავარია დატკბეთ და ისიამოვნოთ პროცესით და არ ჩააციკლდეთ შედეგს, რეზულტატს. თუ გსურთ მიაღწიოთ სიამოვნების, მაშინ დატკბით საყვარელ ადამიანთან გატარებული თითოეული წუთით და ნუ დაისახავთ მიზნად ორგაზმის მიღებას.