რა კავშირშია კვება ჭარბოფლიანობასა და არასასიამოვნო სუნთან

რა კავშირშია კვება ჭარბოფლიანობასა და არასასიამოვნო სუნთან
ადამიანის მიერ მიღებულ საკვებს, პირდაპირი კავშირი აქვს ორგანიზმიდან ოფლის გამოყოფასთან. ამისთვის აუცილებელია ბალანსირებული კვება. ადამიანი უნდა მოერიდოს ცხარე, მლაშე, მწარე, მადის აღმძვრელ საკვებს. ასევე, თუ ამ პრობლემისკენაა მიდრეკილი, უნდა შეზღუდოს დიდი რაოდენობით სითხის მიღება. ორგანული და მინერალური ნივთიერებების შემადგენლობა ოფლში იცვლება კვების რეჟიმიდან და ორგანიზმის მდგომარეობიდან გამომდინარე. ოფლში იოდის შემცველობაზე გავლენას ახდენს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობა. ორგანიზმში ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის შეყვანისას, თუ საკვებში მარილის მოხმარება შემცირებულია, ოფლში ნატრიუმისა და ქლორის კონცენტრაცია მკვეთრად მცირდება. თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის დროს კი პირიქით, იზრდება, ანუ ნატრიუმისა და ქლორის რაოდენობა ოფლში აისახება თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის აქტივობაზე, რომელიც გავლენას ახდენს ელექტროლიტურ ცვლაზე. ჭარბი ოფლიანობის დროს კარგია კურორტოთერაპია. ადგილობრივად კი გამოიყენება სხვადასხვა სადეზინფექციო ხსნარი, რომელიც ამცირებს ოფლის გამოყოფას ორგანიზმიდან, კერძოდ კი, საოფლე ჯირკვლებიდან. ოფლი, ეს არის, საოფლე ჯირკვლების სეკრეტი, რომელიც გამჭირვალე, ოდნავ მომლაშო სითხეა. დისჰიდროზი კანის ის დაავადებაა, როცა საოფლე ჯირკვლები დახშულია და ოფლი არ გამოიყოფა. სტრესულ და ნერვიულ ადამიანებს შესაძლოა ეს დაავადება განუვითარდეთ, რადგან ამ დროს ირღვევა საოფლე ჯირკვლის ინერვაციის დარღვევა. ეს დაავადება ხშირად განისაზღვრება როგორც ალერგიული რეაქცია და ხშირად თავს იჩენს ფეხის სოკოს, ეგზემის და პიოდერმიის გამოვლენით. მისი მკურნალობა კი ხდება შარდმდენი პრეპარატების კალციუმთან ერთად მიღებით. ასევე, დამამშვიდებლებით და ანტიჰისტამინებით. ამ დროს ადამიანმა დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს კვებასაც. კერძოდ, შეზღუდული ოფლიანობის ანუ დისჰიდროზის დროს, ადამიანს ეკრძალება მარილიანი საკვები და იზღუდება ნახშირწყლების მიღება. ადგილობრივად უნდა გამოიყენოთ, რივანოლის ხსნარი, თუთიის მალამო, რიზონცინი და ასე შემდეგ. მაგრამ, თუ ზედმეტად ოფლიანობთ, გირჩევთ, ამას სეზონს ნუ დააბრალებთ, უმჯობესია, მიბრძანდეთ სპეციალურ დაწესებულებაში, ჩაიტაროთ კვლევები და განიკურნოთ ამ მტანჯველი სიმპტომისგან, რომელიც არა მარტო თქვენ, არამედ თქვენს ახლობლებს, საყვარელ ადამიანებს და გარშემო მყოფებსაც უქმნის დისკომფორტს, თქვენთან ურთიერთობისას.
სტატიის წყარო:cacao.ge