როგორ გავუზიაროთ სექსუალური ფანტაზიები პარტნიორს?

როგორ გავუზიაროთ სექსუალური ფანტაზიები პარტნიორს?
ფანტაზია ჩვენი განუყოფელი ნაწილი და საკუთარი თავის ანარეკლია. ასე, რომ არ უნდა განიცადოთ მასზე ასე ძალიან და მიხვიდეთ იმ შეგნებამდე, რომ თუკი პარტნიორი დაგისვამთ შეკითხვას, თუ რაზე ფიქრობთ ამ წუთას, უკეთესი იქნება, თუ იქნებით გულწრფელი და ღია. სცადეთ და ნახავთ, თუ რამდენ ახალს შეიტყობთ ადამიანზე, რომელის შესახებაც ფიქრობდით, რომ ყველაფერი იცოდით.

როგორ გავუზიაროთ სექსუალური ფანტაზიები პარტნიორს?

შეუთანხმით, მოელაპარაკეთ პარტნიორს.
ძალიან ბევრი წყვილი სექსუალურ ფანტაზიებზე საუბარს დიდ უპირატესობას ანიჭებს და ნამდვილად კომფორტულად გრძნობენ თავს ამ დროს, თუმცა არსებობს ხალხის ის კატეგორიაც, ვისაც ამის რცხვენია და პარტნიორისაგან ამ თემაზე საუბარს შეურაცხყოფად იღებს. სწორედ ამიტომ, უკეთესი იქნება, თუკი თავდაპირველად შეუთანხმდებით თქვენს პარტნიორს ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ამაში საწყენი არაფერია და არც სასირცხვილო. ასე შეძლებთ თავიდან აირიდოთ მისი წყენინება.

დაიწყეთ მინიმალურით.
როდესაც პირველად განიხილავთ თქვენს ფანტაზიებს, ნუ დასვამთ ზედმეტად რთულ კითხვებს, მაგ: "რაზე ფიქრობ?". უკეთესი იქნება, თუკი დასვავთ კითხვას, რომელიც მოითხოვს მოკლე და კონკრეტულ პასუხს, მაგ: "ფიქრობ ჩვენზე?". როდესაც ისწავლით და მიეჩვევით პარტნიორთან ფანტაზიებზე საუბარს, რომელიც გეხებათ მხოლოდ თქვენ ორს, უკვე შემდეგ შეგიძლიათ ჩარჩოების, მასშტაბების გაფართოება.

აკონტროლეთ სიტუაცია.
აუხსენით მას, რომ თქვენ ფანტაზიებზე საუბარი არ ნიშნავს იმას, რომ ხვალვე წახვალთ სადმე და შეეცდებით ამ ფანტაზიების რეალიზაციას (ნუ რა თქმა უნდა, თუ ეს ორივეს სურვილი არ იქნება). უთხარით მას, რომ ამგვარი დისკუსიები ერთმანეთის უკეთესად შესწავლაში, გაცნობაში დაგეხმარებათ და ამაში ცუდი არაფერია.