ჯანსაღი სიყვარულის 12 ძირითადი პრინციპი

ჯანსაღი სიყვარულის 12 ძირითადი პრინციპი
პერსპექტიულად ითვლება ურთიერთობა, რომელიც ხანგრძლივობას, სტაბილურობას და ორივე პარტნიორისთვის სიხარულის მოტანას გვპირდება.
ასეთი ურთიერთობები საფუძველს ჯანსაღი სიყვარულიდან იღებს, რომლის შესახებაც ამერიკელი ფსიქოლოგი ტრეისი კებოტი წერს. ის გამოყოფს სიყვარულის 12 ძირითად პრინციპს, რომელსაც შეუძლია თქვენ ბედნიერი გაგხადოთ, რომელსაც შეუძლია თქვენი ცხოვრება სიხარულით აღავსოს და არა მოსვენება და ძილი დაგაკარგინოთ.

1. როდესაც ორი ადამიანი სასიყვარულო ურთიერთობაში ერთვება, ორივე მათგანის სიცოცხლე უნდა გაუმჯობესდეს. თუ სიცოცხლე უარესდება ან თუ თქვენ ერთმანეთს დაბლა ექაჩებით, ბოლოს და ბოლოს რომელიმე თქვენგანი აზრს მოეგება და წასვლას გადაწყვეტს.
2. შეუძლებელია იყიდოთ სიყვარული. თუ თქვენ ამას აკეთებთ, ნუ გექნებათ იმის იმედი, რომ ამის სანაცვლოდ რამეს მიიღებთ. სამაგიეროდ ფულის სანაცვლოდ შეგიძლიათ იყიდოთ სხვა რამე, რაც საყვარელ ადამიანს სიხარულს მოჰგვრის.

3. მოერიდეთ ეჭვიანობას. ეჭვიანობის პროვოცირებით თქვენ ცეცხლს ეთამაშებით. ვიღაც აუცილებლად დაიწვება. ადამიანები ისედაც მიდრეკილები არიან ეჭვიანობისკენ, ხდება ხოლმე, რომ მათ საკუთარი თავის რწმენა არ ყოფნით, ამიტომ არ არის საჭირო სპეციალურად გამოიწვიოთ ეჭვიანობა.

4. ჯანსაღი სასიყვარულო ურთიერთობის დროს ორივე პარტნიორი ერთმანეთზე თანაბრად არის დამოკიდებული.
5. ადამიანი რომელსაც გულწრფელად უყვარს, არ ითხოვს საყვარელი ადამიანისგან საპასუხო გრძნობის დამტკიცებას. ის თავად უმტკიცებს მას თავის სიყვარულს.
6. მოიცილეთ პარტნიორის ღალატის სურვილი. თუ თქვენ თქვენს პარტნიორად სხვა ადამიანს ხდით, გახსოვდეთ ის, რომ ამ ადამიანს თქვენთან დარჩენა შესაძლოა არ მოუნდეს.
7. იმ ადამიანის სიყვარული რომელსაც დეპრესია აქვს რთულია. სიყვარული ადამიანს ბედნიერს უნდა ხდიდეს, მაგრამ თქვენი რჩეულის გარემოცვა ჯერ კიდევ არ არის ბედნიერების გარანტია. მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ თქვენი თავი ბენიერი ან მოწყენილი გახადოთ.
8. ქალს უნდა რომ იფიქროს, რომ ის მიუწვდომელ პრინცს უყვარს და არა მგლოვიარე გიჟს. მამაკაცებსაც ასევე არ უყვართ ისტერიული და ეგრეთ წოდებული "შენელებული მოქმედების ნაღმი" ქალები, რომელთაგან უცნობია, რას უნდა ელოდო, რადგან ის შესაძლოა ნებისმიერ მომენტში აფეთქდეს. პარტნიორის არაპროგნოზირებადობა ნერვებს აფუჭებს და კლავს გრნობებს, ისევე როგორც მოსაწყენია აბსოლიტურად პროგნოზირებადი პარტნიორი.
9. უცებ მოვარდნილი სიყვარული სწრაფად ამოწურავს თავს, იმისათვის რომ ბედნიერება როგორც მუდმივი სიმდიდრე მიიღოთ, ორიდან რომელიმეს გონიერად უნდა უყვარდეს. თუკი პარტნიორი დუმს თქვენი აღშფოთების საპირისპიროდ, ეს არ ნიშნავს, რომ ის ყრუა, არ ნიშნავს, რომ ის სუსტია, არ ნიშნავს იმას, რომ ის გულგრილია. ეს ნიშნავს იმას, რომ მას აქვს ხელები რომელშიც თავის აყვანა შეუძლია.
10. თუ პარტნიორმა აღიქვა, რომ თქვენთან ცუდად მოქცევა შეუძლია, მისი საწინააღმდეგოში დარწმუნება რთული იქნება.
11. თუ თქვენ ეჭვი გეპარებათ თქვენი ჩაფიქრებული ნაბიჯის მიზნის სისწორეში, სჯობს თავი შეიკავოთ ამ ნაბიჯის გადადგმისგან. სჯობს დაელოდოთ მომენტს, როდესაც თქვენ თავში უკეთესი გადაწყვეტილება მოგივათ.
12. როგორც წესი, ადამიანები თავს უფრო კომფორტულად გრძნობენ პარტნიორთან, რომელიც მათი თანასწორია სოციალურ კიბეზე და მათი ფსიქოლოგიური ანტიპოდია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენ უფრო მოგიხდებათ ადამიანი განათლების თქვენი დონითა და მზგავსი წამომავლობის ქონით. გახსოვდეთ:
იმისათვის რომ ცოლად თეთრ მერსედესზე ამხედრებულ პრინცს გაჰყვეთ, საჭიროა თავად იყოთ პრინცესა წითელ პორშე-კაბრიოლეტში. თქვენი ცხოვრებისეული ფასეულობები უნდა ემთხვეოდეს. ეს ნიშნავს რომ თუ თქვენ გაქვთ უმაღლესი განათლება, თქვენ უნდა ეძებოთ დიპლომიანი პარტნიორი. ფსიქოლოგიური ანტიპოდი დაასტაბილურებს თქვენს სულიერ მდგომარეობას. ექსტრავერტს სჭირდება ინტროვერტი, პესიმისტს- ოფტიმისტი. ეს წესი ხსნის ბალანს საერთო შეხედულებების მქონე პარტნიორებს შორის ერთის მხრივ და უზრუნველყოფს საპირისპირო მდგომარეობებს შორის ჰარმოიას და ბალანს.