რა სირთულეებს უნდა ველოდოთ 2015 წელს – ასტროლოგ დავით ბუტიკაშვილის პროგნოზი

რა სირთულეებს უნდა ველოდოთ 2015 წელს – ასტროლოგ დავით ბუტიკაშვილის პროგნოზი
ახალი წელი ყველას განსაკუთრებულად უყვარს. ამ დღესასწაულს, ყველა დიდი სიხარულით აღნიშნავს. ტრადიციების მოყვარულები ცდილობენ, ყველა დეტალი სწორად შეასრულონ, რომ მომდევნო თორმეტი თვის განმავლობაში იღბალმა არ მიატოვოს. ზოგი დარწმუნებულია, რომ როგორი განწყობითაც შეხვდება პირველ იანვარს, მთელი წელი ისე ჩაივლის და ერთი კვირის განმავლობაში დროს ქეიფში ატარებს, რასაც ხშირ შემთხვევაში ჯანმრთელობის გაუარესება მოჰყვება ხოლმე. ამიტომაა, რომ დიეტოლოგები და ასტროლოგები გვირჩევენ, ორგანიზმი ჭარბი საკვებით არ გადავტვირთოთ. ახალი წლის მოახლოებასთან ერთად აქტუალური ხდება, რას გვიწინასწარმეტყველებენ ვარსკვლავები. ვესაუბრეთ ასტროლოგ დავით ბუტიკაშვილს და შევეცადეთ გაგვერკვია, რა შემთხვევაში იქნება წარმატებული მომდევნო 2015 წელი.

- ბატონო დავით, ზოგი ამბობს, რომ მწვანე თხის წელი მოდის და ზოგიც ლურჯი ფერის თხის წელიწადის მოახლოებას გვამცნობს. მაინც რა ფერის თხის წელი იქნება?
- მწვანეც და ლურჯიც 2015 წელიწადის ფერებია. აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, თხის წელიწადი 2015 წლის 19 თებერვალს დადგება.O ორივე ფერის სამოსი შეიძლება ატაროთ მომ-დევნო წელს, მაგრამ მაინც არის გამონაკლისი. მერწყულის, ლომისა და მორიელის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებმა უნდა ატარონ ლურჯი ფერის სამოსი და მწვანეს მოერიდონ. ქალწულებმა და თხის რქებმა კი მწვანე ფერის სამოსი უნდა ატარონ. სასურველია, ლურჯს მოერიდონ. ყველა დანარჩენებმა, შეიძლება ატარონ მწვანე და ლურჯი ფერის სამოსი.
- როგორი წელი გველოდება?
- 2015 წელი მოულოდნელობებით სავსე იქნება. ჯობს, 2015 წლისთვის ადამიანები ნურაფერს დაგეგმავენ. ერთ მშვენიერ დღეს მათი გეგმები შეიძლება თავდაყირა დადგეს, ამიტომ სასურველია, მოვლენათა განვითარებას მივდიოთ. თუ ადამიანები მიჰყვებიან მოვლენათა განვითარებას და იმოქმედებენ იმის მიხედვით, რასაც გარემოებები შესთავაზებენ, საუკეთესო შედეგს მიიღებენ. გარდა ამისა, ადამიანებში გაძლიერდება რაციონალური შრომისადმი არა მარტო მოთხოვნილება, არა
მედ მიდრეკილებაც. ადამიანები მთელ მსოფლიოში ეცდებიან, უფრო ნაკლები შრომით მიიღონ შემოსავალი და ამაში ხელი მოემართებათ.
- როგორი იქნება მომდევნო წელი საქართველოსთვის?
- საქართველოში მოსალოდნელია ძალიან დიდი უკმაყოფილება შრომის ანაზღაურების მხრივ, ანუ ქვეყანას ფინანსური პრობლემები გაუჩნდება. უკმაყოფილება წლის დასაწყისში, ფაქტობრივად, დეკემბრის ბოლოს გამომჟღავნდება, რაც ხელისუფლებას სიტუაციის გასაუმჯობესებლად ნაბიჯების გადადგმისკენ უბიძგებს. დეკემბრის ბოლოდან დაიწყება ლარის კურსის თამაში და გაგრძელდება 2015 წელსაც. ლარის კურსის შესანარჩუნებლად ხელისუფლებას ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდება, თუმცა საბოლოო ჯამში საზოგადოება კარგ შედეგს მიიღებს. მოსალოდნელია, ისეთი რეფორმები გატარდეს, რაც სასიკეთოდ აისახება ზოგადად შემოსავლებზე.
- როგორ უნდა შევხვდეთ ახალ წელს, რომ მთელი წელი წარმატებული იყოს?
- ვინაიდან თხის წელია, სასურველია, სუფრაზე გვქონდეს მეტი ბოსტნეული და ნაკლები ხორცეული. სასურველია, სუფრაზე მწვანე და ლურჯი ტონალობები იყოს. მთავარი ისაა, რომ ჯანმრთელობის თვალსაზრისით მომდევნო 2015 წელი იქნება ძალიან კარგი. ვისაც ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები აქვს, გამოუსწორდება. თხას არ უყვარს უზომოდ ჭამა, ამიტომ ახალ წელს არ გირჩევთ ბევრის მირთმევას. ვინაიდან ხის თხის წელია, კარგი იქნება, სუფრაზე ხის ჭურჭელი თუ იქნება. და არ დაგავიწყდეთ, რომ ახალი წლის მილოცვის შემდეგ რაც შეიძლება ბევრჯერ უსურვოთ ერთმანეთს ჯანმრთელობა. ეს სურვილი აუცილებლად ასრულდება.
- 2015 წელი ყველაზე წარმატებული რომელი ზოდიაქოს ნიშნისთვის იქნება?
- ყველაზე წარმატებული თხის წელი მიწის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნებისთვის იქნება: კუროებისთვის, ქალწულისა და თხის რქისთვის. სიახლეები ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის მოსალოდნელია წლის შუა ნახევრიდან, 12 აგვისტოს შემდეგ და ეს წამოწყებები მათი ბედის შემდეგ განვითარებაზე დიდ გავლენას მოახდენს. თუ მათ რაიმე ბიზნესის წამოწყება სურთ, ჯობს, დაიწყონ თორმეტი აგვისტოს შემდეგ. სასიყვარულო ურ-თიერთობების სფეროშიც წარმატებული წელიწადი ექნებათ და კარიერული წინსვლის თვალსაზრისითაც, მოსალოდნელია დაწინაურება.
- საახალწლო სუფრაზე რა საჭმელი არ უნდა იყოს?
- სასურველი არაა ბევრი საქონლის ხორცი. კარგად მესმის, ჩვენს ტრადიციულ სუფრაზე ხორცი რომ არ იყოს, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია, მაგრამ მაინც გირჩევთ, რომ ფრინველის ხორცისგან მოვამზადოთ კერძები. ცხვრის და თხის ხორცი კი, რასაკვირველია, არ უნდა იყოს საახალწლო სუფრაზე.
- ზოგი 2015 წელს ცხვრის წელიწადად მოიხსენიებს.
- ზოგიერთ აღმოსავლურ კალენდარში მითითებულია, რომ ცხვრის წელია. თხა და ცხვარი ენერგეტიკულად გაერთიანებულია. ზოგადად, თხა ცხვარზე უფრო მოუსვენარია, ამიტომ თხის წელი მოულოდნელობებითაა სავსე. შესაძლოა, ისეთ დალაგებულ ქვეყნებში დაიწყოს არეულობა, სადაც არავინ ელოდება. ადამიანები მზად უნდა იყვნენ, რომ რისი მოლოდინიც აქვთ, იმისგან აბსოლუტურად განსხვავებულ რამეს მიიღებენ, როგორც სამსახურის სფეროში, ისე პირად ურთიერთობებში.
შესაძლებელია, ბევრი ადამიანის პირადი ურთიერთობები დაიშალოს და მოულოდნელად ახალი ურთიერთობები დაიწყოს. ეს არ იქნება ცუდი. თუ ადამიანი მიენდობა წლის ტენდენციებს, მოსალოდნელია, გაუჩნდეს შემო
ახალი რამის გაკეთების სურვილი. სრულიად მოულოდნელად შეიძლება, ხატვის მოთხოვნილება გაგიჩნდეთ. ნუ დაფიქრდებით, ასე რატომ მოხდა. მიჰყევით სურვილს. ამ შემთხვევაში შესაძლოა, მიხვიდეთ ახალ წერტილამდე, საიდანაც დაიწყებთ სრულიად განსხვავებულ ცხოვრებას. თხა ჩვენ არ გვეკითხება, სად უნდა ვძოვოთ, კარგ საძოვრებს თვითონვე გვთავაზობს, ისეთს, რასაც ვერც წარმოვიდგენთ.
- რატომ არის ისეთი ფერის ცხოველების წელიწადი, რომლებიც რეალურად არ არსებობენ?
- ეს ჩინური, აღმოსავლური ტრადიციებიდან გამომდინარეობს. არსებობს ხუთი სტიქია - ხის, მეტალის, წყლის, მიწის და ცეცხლის. ამ ხუთ სტიქიაში ნაწილდება ყველაფერი. ყოველ კონკრეტულ წელს კონკრეტული სტიქია განაგებს. წელს ყველაფერს ხის სტიქია განაგებს, ამიტომ არის ხის თხის წელიწადი. შემდეგი წლები შეიძლება იყოს, მეტალის, ცეცხლის და ა.შ. ეს არის 22-წლიანი ციკლი. რადგან მომდევნო, 2015 წელსაც ხე განაგებს, ხის სტიქიის ფერები არის მწვანე და ლურჯი. ფერები თხას სტიქიის მიხედვით ენიჭება. ხის თხაც არ არსებობს, მაგრამ სტიქია არის ხე და ფერები: მწვანე და ლურჯი. ბუდასთან მიდიოდნენ ცხოველები და სათითაოდ აკურთხებდა მათ. ყველა ცხოველი გარკვეული ენერგიის მატარებელია, ისე, როგორც ყველა ადამიანი. ნებისმიერ ერთ წელს დაბადებული ადამიანები რომ შეკრიბოთ და დააკვირდეთ, აღმოაჩენთ, რომ ისინი ბევრი რამით ჰგვანან ერთმანეთს.
- თხის წელს დაბადებულ ადამიანებს რა ახასიათებთ?
- ძალიან მოუსვენრები არიან. ეს თვისება მათ ყველა სხვა ნიშნისგან გამოარჩევს.
სტატიის ავტორი: მერი კობიაშვილი
სტატიის წყარო:ჟურნალი ''რეიტინგი''