როგორ ცვლის სიყვარული ზოდიაქოს ნიშნებს

როგორ ცვლის სიყვარული ზოდიაქოს ნიშნებს
პოზიტიური ემოციები რომ ნებისმიერი ჩვენგანის გარეგნულ იმიჯზეც პირდაპირპროპორციულად აისახება ამაში ალბათ არც არაფერია სადვო. მაგრამ დაკვირვებიხართ, როგორ ცვლის სიყვარული ადამიანებში ქცევის მანერას და ფასეულობებს? როგორი სხვანაირები ხდებიან ისინი მხოლოდ მაშინ, როცა ნამდვილად და გულწრფელად უყვართ... ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ზოდიაქოს ნიშნები შეყვარებულობის პერიოდში მათთვის ე.წ. "ოპოზიციური ნიშნების" თვისებებს იძენენ – ანუ საკუთარ პიროვნებას უმატებენ შტრიხებს იდეალურობის მისაღებად. ლეგენდის თანახმად ხომ თავდაპირველად ზოდიაქოს მხოლოდ ექვსი ნიშნისგან შედგებოდა... შემდგომში მათი განცალკევება და თორმეტად დაშლა მოხდა, ჰოდა დღემდე გრძელდება "ძიების" პროცესი ერთადერთი, ჭეშმარიტი და ნამდვილი მეორე ნახევრის მოსაძებნად. თუმცა, იმ დროს, როცა ადამიანს სიყვარული ეწვევა, იგი ახერხებს "პიროვნული გამთლიანების" შესაძლებლობას გამოჰკრას ხელი და გახდეს უფრო უნივერსალური, სრულყოფილი და მისაბაძი სხვებისთვის...
ასე მაგალითად:


ფიცხი, იმპულსური და უტაქტო ვერძი სასწორივით მოსიყვარულე და პრანჭია ხდება. ჰაეროვანი და მერყევი სასწორი კი ვერძივით თავზეხელაღებული და მამაცი.

დინჯი, წინდახედული და გაწონასწორებული კურო მორიელივით ეჭვიანობს, როცა ვინმე უყვარს. ბუნებით ეჭვიანი და ექსტრემალი მორიელი კი ნამდვილი სიყვარულის დროს, კუროსავით ცდილობს სტაბილურობა და დაცულობის შეგრძნება შეუქმნას სიყვარულის ობიექტს.

ცვალებადი, თავქარიანი ტყუპი მშვილდოსანივით შემეცნებისკენ იწყებს სწრაფვას და მზადაა საყვარელ ადამიანთან ერთად მთელი მსოფლიო შემოიაროს.
მოხეტიალე მშვილდოსანს კი სურვილი უჩნდება ოცდაოთხი საათის მანძილზე ესაუბროს მხოლოდ და მხოლოდ "მას", ერთადერთსა და განუმეორებელს.

პანიკიორი, სენსიტიური კირჩხიბი სიყვარულის სახელით გასაოცარი გმირობის ჩადენას შესძლებს. ხოლო ცივი და უემოციო თხის რქა, შესაძლოა დეპრესიაში ჩააგდოს საყვარელი ადამიანის უარმა და სასმელს მიეძალოს კირჩხიბის მსგავსად.

ამაყი, მეფური ლომი შეყვარებულობის პერიოდში მზადაა მერწყულივით ყველას მეგობრად და პატრონად გადაიქცეს. გასცეს წინ და უკან უშურველად თუკი რამე აბადია. მერწყული ლომის მსგავსად შემოქმედებითი და რომანტიული ხდება.

მერკანტილური, რაციონალური ქალწული თევზების მსგავსად იწყებს ზრუნვას და ყურადღების გამოჩენას საყვარელი ადამიანის მიმართ. თევზები კი მზადაა ემოციებზე მეტიც გაიღოს პარტნიორისთვის თუკი ის მისგან ამას საჭიროებს.
სტატიის წყარო:astrologia.ge