პოპულარული მითები სილამაზის შესახებ: რა არის სიმართლე და რა გამოგონილი?

პოპულარული მითები სილამაზის შესახებ: რა არის სიმართლე და რა გამოგონილი?
ფიზიკური ვარჟიში ეფექტურია ცელულიტების წინააღმდეგ საბრძოლველად.
ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ცელულიტების გამომწვევი მიზეზებია: ჰორმონები და გენეტიკა, ხოლო ვარჯიშები პირიქით უფრო შესამჩნევს ხდის მათ.

პოპულარული მითები სილამაზის შესახებ: რა არის სიმართლე და რა გამოგონილი?

თუკი თავს გადავიპარსავთ, თმა გაგვისქელება და გაგვილამაზდება.
ეს სიცრუეა, რადგან ამ ორ ფაქტს ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ აქვთ. ნუ დაიმახინჯებთ თავს ტყუილუბრალოდ, თუნდაც დროებით.



არსებობს მითი, რომ ქალბატონები სიცოცხლის მანძილზე 3 კილოგრამ პომადას ისმევენ.
ეს მითი სიმართლეს ნამდვილად არ შეესაბამება. თუნდაც გიყვარდეთ მძიმე მაკიაჟი და ბავშვობიდან ღრმა სიბერემდე ყოველდღიურად ისმევდეთ პომადას სქლად, მისი წონა საერთო ჯამში 1 კილოგრამამდეც კი ვერ მიაღწევს.


ხშირი თმის ღებვა შესაძლოა მისი ცვენის მიზეზი გახდეს.
იცოდეთ, რომ თმის ღებვასა და თმის ცვენას ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ აქვს. გარდა ამისა, თმის რეგულარული ღებვა თავისთვის მასაჟივითაა და ხელს უწყობს თმის სწრაფად ზრდას.



პოპულარულია მითი, რომ მუცელზე წოლა აჩენს და ზრდის ნაოჭების რიცხვს.
რაც შეეხება ამ მითს, იგი რეალობას შეესაბამება. როგორც ექპერტებმა დაადგინეს, მუცელზე ძილის შედეგად სახეზე გაჩენილი ზოლები დრო და დრო ნაოჭებად ყალიბდება, გადაიქცევა.



სხვადასხვა ვარცხნილობები ვნებს ჩვენს თმას.
ეს მოსაზრება სიმართლეს შეესაბამება, რადგან ამგვარი ვარცხნილობები (დაჭიმული თმა), ხდება მათი ცვენის, დაკარგვის მიზეზი.



კბილის პასტა ეფექტურია სახეზე გამონაყარის წინააღმდეგ საბრძოლველად.
ხშირ შემთხვევაში ამ მეთოდს ბევრად უფრო მეტი ზიანი მოაქვს ვიდრე სარგებელი. დერმატოლოგების თქმით, კბილის პასტის გამოყენება სახის კანის სამკურნალოდ შესაძლოა მასიური გამონაყარის მიზეზი გახდეს.