ულამაზესი თაკო ნაცვლიშვილი პარიზის წარმატებული მოდელია

ულამაზესი თაკო ნაცვლიშვილი პარიზის წარმატებული მოდელია
წარმატებული მოდელის, სააგენტო „LOOK MODELS“-ის დამფუძნებლის, ნინო ცქიტიშვილის და ყოფილი კალათბურთელის, პოლიტიკოსი ვატო ნაცვლიშვილის უფროსი ქალიშვილი, თაკო ნაცვლიშვილი დედის კვალს გაჰყვა. 16 წლის გოგონამ საქართველოსა და უცხოეთის სამოდელო სფეროში უკვე მიაღწია დიდ წარმატებებს. ამჟამად იგი პარიზში იმყოფება და მსოფლიოში ყველაზე წამყვან სამოდელო სააგენტოსთან „NEXT-TAN“ _ თან თანამშრომლობს.



მეტად ნაყოფიერი იყო თაკოს სამოდელო ვიზიტი ჰონგ კონგში, რის შემდგომაც იგი საქმიანი ვიზიტით ტაიბეისაც ესტუმრა. მისი თქმით, ჰონგ კონგში, დამოუკიდებლად ცხოვრებასა და სამოდელო საქმიანობაში დიდი გამოცდილება მიიღო. სწორედ ჰონგ კონგმა გამიხსნა გზა ევროპისკენო _ ამბობს იგი. თაკო წარმატებულად მონაწილეობდა სარეკლამო კამპანიებშიც.



ულამაზესი გოგონა ბავშვობიდან სპორტით იყო გატაცებული და ჩოგბურთს 7 წელი თამაშობდა. მისი მიზანი იმ დროს წარმატებული სპორტული კარიერა იყო, მაგრამ გაიზარდა და მიზნებიც შეეცვალა.





სილამაზის და პროფესიონალიზმის ეტალონები მისთვის კოკო როშა და ჟიზელი არიან. „კოკო პროფესიონალია, ყოველთვის ვუყურებ მის ვიდეოებს როგორ პოზირებს. ჟიზელი კი ძალიან თავისებური და განსხვავებულია, ამიტომაც მომწონს“ _ გვითხრა თაკომ.



თაკომ ითანამშრომლა ისეთ ბრენდებთან, როგორიც არის „VIVIEN“, „WESTWOOD“, „VERA WANG“, „DOLCE GABANNA“, თუმცა არ აპირებს მხოლოდ მოდელობით დაკავდეს და სურს, სწავლაც გააგრძელოს.





სტატიის წყარო:postalioni.com