ეს ცხენი ჭაობში იძირებოდა... მაგრამ თუ როგორ გადაარჩინა ის მისმა პატრონმა - აღტაცებას იწვევს

ეს ცხენი ჭაობში იძირებოდა... მაგრამ თუ როგორ გადაარჩინა ის მისმა პატრონმა - აღტაცებას იწვევს
ნიკოლ გრეჰემი მელბურნიდან(ავსტრალია) გაემართა ცხენით სასეირნოდ ქალიშვილთან ერთად მდინარის გასწვრივ. თუმცა ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სასიამოვნო დღე გადაიქცეოდა ნამდვილ საშინელებად. ნიკოლის 18 წლის ცხენი სახელად ასტრო ჭაობში ჩავარდა. მას თან მიჰყვა ცხენი ნიკოლის ქალიშვილთან ერთად, რომლის გაფრთხილებაც ვერ მოასწრეს.

გრეჰემმა მოახერხა ამოძრომა და ქალიშვილისა და მისი ცხენის გადარჩენა, მაგრამ ასტრო ჭაობში გაიჭედა.

ქალი სამი საათის განმავლობაში ცდილობდა დახმარებოდა ცხენს ამოსვლაში

მას შემდეგ რაც ნიკოლი ამოიყვანეს, ის დარჩა ასტროს დასამშვიდებლად.

ასტროს დამამშვიდებელი გაუკეთეს, რომ მას არ ეწვალა ამოსვლის მცდელობებით, მანამ სანამ მას გადაარჩენდენ.

მაშველებმა სხვა და სხვა მოწყობილობის გამოყენება სცადეს, მათ განკარგულებაში ვერთმფრენიც კი იყო, მაგრამ არაფერი შველოდა ცხენს ამოსვლაში.

როგორც იქნა ამდენმა მცდელობამ შედეგი გამოიღო და ასტრომ მოახერხა ამოძრომა.

მათ ტრაქტორი ძალიან გამოადგათ სამაშველო იპერაციაში

ამოსვლის შემდეგ საწყალი ცხენი გადაღლილობისგან წაიქცა.

ძალიან საჭირო დასვენების შემდეგ ყველანი გასუფთავდენ და მზად იყვნენ სახლში დაბრუნებისათვის.


ნიკოლ გრეჰემი დაკავებული ცხენის კბილების მკურნალობით და არის 10 ცხენის პატრონი. მისი სიტყვებით 20 წლის განმავლობაში,რაც ის ამ ცხოველებით არის გატაცებული, მას არასდროს მოსვლია მზგავსი რამ.

ამ ქალბატონის დამოკიდებულება მის ცხოველებთან აღტაცებას იწვევს. იშვიათად თუ ვინმე გარისკავს თავისი თავით ცხოველის გადასარჩენად. ნეტავ ბევრი იყოს ასეთი ხალხი! შენ როგორ მოიქცეოდი მის ადგილას?