კახა ბენდუქიძე ლონდონში გარდაიცვალა

კახა ბენდუქიძე ლონდონში გარდაიცვალა
ცოტა ხნის წიან ცნობილი გახდა რომ ლონდონში ერთ-ერთ სასტუმროში ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და თავიუსფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით ბენდიქიძე გულის უმარისობით გადაიცვალა. ის ცოტა ხნის წინა გულზე სამკურნალოდ შვეიცარიაში იმყოფებოდა. კახა ბენდუქიძე 58 წლის იყო.



კახა ბედნუქიძე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, "საქართველოს ცოდნის ფონდის” ხელმძღვანელი ბოლო პერიოდში ავადმყოფობდა და მან გულზე რთული ოპერაცია გადაიტანა.

კახა ბენდუქიძე 2008 - 2009 წლებში საქართველოს მთავრობის კანცელარიას ხელმძღვანელობდა, ასევე იყო საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი, რის შემდეგაც რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა.


”ცოდნის ფონდი” თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის დამფუძნებელი ორგანიზაციაა.


ბენდუქიძე 1991 წლიდან ნავთობის სახალხო საინვესტიციო-სამრეწველო გაერთიანება „ნიპეკს“ ხელმძღვანელობდა;

1992 წელს სათავეში ჩაუდგა „პრომტორგბანკის“ დირექტორთა საბჭოს;

1994 - 1998 წლებში გემთმშენებელი გაერთიანება „ალმასის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო;

1996 წელს მან დაარსა „გაერთიანებული მანქანათმშენებელი ქარხნები“;

1996 - 2000 წწ. იყო „გაერთიანებული მანქანათმშენებელი ქარხნები“– ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი;

1996 - 2000 წწ. ხელმძღვანელობდა „ურალმაშის“ დირექტორთა საბჭოს;

2000 წელს დაინიშნა „ურალმაშის“ გენერალურ დირექტორად.