სოფო შევარდნაძისა და "სავაშის" ამაღელვებელი ფოტოები ჟურნალისტის ინსტაგრამიდან

სოფო შევარდნაძისა და "სავაშის" ამაღელვებელი ფოტოები ჟურნალისტის ინსტაგრამიდან
ჟურნალისტი სოფო შევარდნაძე "ინსტაგრამის" პირად გვერდზე თურქ მსახიობ მურატ ილდირიმთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. შეგახსენებთ, სოფო და მურატი 4 ნოემბერს ტელეშოუ "ცეკვავენ ვარსკვლავების" ჟიურის წევრები იყვნენ.
4 ნოემბერს "ცეკვავენ ვარსკვლავების" მორიგი ეპიზოდი გავიდა, სადაც ჟიურიში სპეციალურ სტუმრად თურქი მურატ ილდირიმი იყო
მიწვეული. შოუ პროფესიონალმა მოცეკვავეებმა გახსნეს, რის შემდეგაც სცენაზე ჟიურის წევრები: გოჩა ჩერტკოევი, სოფო შევარდნაძე, მურატ ილდირიმი გამოვიდნენ და ერთად იცეკვეს. ცეკვის დასასრულს მურატმა სოფოს აკოცა.
მოგვიანებით, ნოდიკო ტატიშვილის და ჯულიანა ბარგნარის ცეკვის შეფასებისას, მურატს ნანკა კალატოზიშვილმა შეკითხვა დაუსვა, თუ ვისთან ისურვებდა ის ცეკვას, შოუს მონაწილე რომ ყოფილიყო. თურქმა მსახიობმა აღიარა, რომ ის სოფო შევარდნაძესთან ისურვებდა ცეკვას და მასთან ვახშმობა გაიხსენა...
სტატიის წყარო:ambebi.ge