ცნობილი ტრანსგენდერი "საბი" მოკლული აღმოჩნდა

ცნობილი ტრანსგენდერი "საბი" მოკლული აღმოჩნდა
პეკინის ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდას ვინაობა ცნობილია. ის 25 წლის ბექა ბერიანია, რომელსაც საზოგადოების ნაწილი „საბით“ იცნობს. არსებული ინფორმაციით, ის „ლგბტ“ თემის წარმომადგენელია.

მეზობლების თქმით, მას კარგად არ იცნობენ, რადგან ბერიანი პეკინის 14-ში საცხოვრებლად ცოტა ხნის წინ გადავიდა.

„გოგოსავით გამოიყურებოდა, რამოდენიმეჯერ დავინახე. ეზოში გვიან თუ ვხედავდით“, - აცხადებენ გარდაცვლილის მეზობლები.

შეგახსენებთ, შემთხვევა პეკინის ქუჩაზე გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით საცხოვრებელი სახლი დაწვეს.
სტატიის წყარო:newposts.ge