მომავლის მოცურავე კურორტი

მომავლის მოცურავე კურორტი
ჩვენს პლანეტაზე გლობალური დათბობის გამო კლიმატის ცვლილებამ, აუტანელმა სიცხეებმა და გვალვებმა გამომგონებლებს შთააგონეს შეექმნათ მოცურავე კურორტი, რომელიც მომავალში უეჭველად ძალიან პოპულარული გახდება, თუმცა ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ერთეულობისათვის მისი ფასიდან გამომდინარე.

მომავლის მოცურავე კურორტი

იტალიელმა კონსტრუქტორმა მიჩელე პუზოლანტემ გადაწყვიტა მოეგვარებინა გლობალური დათბობის, წყლის დონის მატების პრობლემა და წარადგინა პროექტი "მოცურავე კურორტი", რომელიც იმუშავებს მზის ენერგიაზე. უახლოეს მომავალში ის გახდება ძალიან პოპულარული ტურისტებისათვის.



კურორტი თავად მოიმარაგებს თავს ენერგიით და რაც მთავარია იქნება ეკოლოგიურად სუფთა.



კურორტი მოიცავს მოსასვენებელ ოთახებს, იახტებს, სპას და დასაკვირვებელ სადგურს.





მომავლის კურორტზე იქნება ყველაფერი, რაც საჭიროა საუკეთესო დასვენებისა და განტვირთვისათვის: ჯაკუზი, სამზარეულო, ბარი, 2 ორკაციანი და 2 ერთადგილიანი საძინებელი ოთახი და თითოეულ მათგანს ექნება საკუთარი აბაზანა. ყველაფერი იქნება გაკეთებული იტალიურ სტილში.





სიამოვნებისათვის ყოველთვის გვიწევს გადახდა. არც ეს შემთხვევაა გამონაკლისი. წინასწარი გათვლებით კურორტის შექმნას დასჭირდება დაახლოებით 145 მილიონი ფუნტი.





ავტორის თქმით ამ პროექტს აქვს დიდი შანსები, რადგან თუ გადავხედავთ სტატისტიკას, პოპულარული სასტუმროებს ყველაზე დიდი რიცხვი გაშენებულია სწორედ სანაპიროებთან სიახლოვეს.