ადამიანის ასაკი შეგვიძლია ზუსტად განვსაზღვროთ მისი ხმით

ადამიანის ასაკი შეგვიძლია ზუსტად განვსაზღვროთ მისი ხმით
ამერიკელმა სპეციალისტებმა ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან დაადგინეს ადამიანის ხმის დამოკიდებულება მის ასაკზე. დღეს - დღეობით, სპეციალისტებს შეუძლიათ შეუცდომლად განსაზღვრონ ადამიანის ასაკი ყოველგვარი მოწყობილებების გარეშე.
კვლევებმა აჩვენეს, რომ ხალხის 63 პროცენტმა შეძლო და გამოიცნო რამდენიმე ადამიანს შორის ვინ იყო ყველაზე უფროსი, მხოლოდ მათი ხმის მოსმენით.
მკვლევარი ჯონ მორტონი ხსნის ამ ფაქტს შემდეგნაირად. ადამიანებს, განსხვავებული ასაკით, აქვთ განსხვავებული ზომის ხორხის ღრუ, რაც განაპირობებს ადამიანის ხმას. თუკი გავითვალისწინებთ ადამიანის ხმისათვის დამახასიათებელ კონმპონენტებს, რომლებიც თავისთავად გამომდინარეობენ ხორხის ზომისაგან, მაშინ ძალიან მარტივად შეგვიძლია ვთქვათ, თუ რამდენი წლისა ადამიანი.