მარიტა როხვაძის დიეტა - როგორ დავიკლოთ 17 კილოგრამი 4 თვეში

მარიტა როხვაძის დიეტა - როგორ დავიკლოთ 17 კილოგრამი 4 თვეში
მარიტა როხვაძე ყველამ პროექტ „ჯეოსტარიდან“ გაიცნო. მაგრამ ვისაც 2011 წლის „ჯეოსტარის“ გამარჯვებული ახსოვს, შეიძლება დღევანდელი მარიტა ვეღარც იცნოს. წონაში ძალიან დაიკლო და მომხიბვლელად გამოიყურება. პუტკუნა მარიტასგან აღაფერი არ დარჩა. მაინც რაშია მარიტას სილამაზის საიდუმლო.

გთავაზობთ, დიეტას, რომლის წყალობითაც მომღერალმა ოთხ თვეში ჩვიდმეტი კილო დაიკლო. „ჯეოსტარში" მონაწილეობის პერიოდში იმდენს ვნერვიულობდი, რომ დიეტაზე ფიქრის დროც არ მქონდა. თან, ამ ნერვიულობის ფონზე მგონი, უფრო მეტად გავსუქდი და კონკურსის ბოლო კვირას 81 კილო ვიყავი.

ძალიან მიყვარს ცომეული, კალორიული კერძები. ჰოდა, კონკურსის შემდეგ სარკეში რომ ჩავიხედე, ვთქვი, - ღმერთო ჩემო, რამხელა ვარ, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება-მეთქი, - და გადავწყვიტე, დიეტა დამეცვა.

მაშ ასე, როგორია მარიტა როხვაძის დიეტა:

ვჭამ, მაგრამ არა ყველაფერს და ვვარჯიშობ. რაციონიდან ამოვიღე ცომეული, ტკბილეული. მივირთმევდი მოხარშულ, უმარილო, უცხიმო წიწიბურას, მოხარშულ კარტოფილს, ზაფხულში კი მხოლოდ საზამთროსა და ყველს.
დავდიოდი, აუზზე, საუნაში და რაც მთავარია, ვვარჯიშობდი, შედეგად კი ოთხ თვეში 17 კილო დავიკელი. და კიდევ, ბევრ სითხეს ვიღებ, რომ არ გამოვიფიტო...“ - განაცხადა მარიტამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
სტატიის ავტორი: კესო ლაღიძე
სტატიის წყარო:rating.ge