„არ ვაპირებთ თანამშრომლობას იმ პირებთან ვინც არხი თაღლითობაში დაადანაშაულა“- გვარამიამ ხაჩიძე „ბრავოს“ ეთერიდან მოხსნა

„არ ვაპირებთ თანამშრომლობას იმ პირებთან ვინც არხი თაღლითობაში დაადანაშაულა“- გვარამიამ ხაჩიძე „ბრავოს“ ეთერიდან მოხსნა
"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი სოციალურ ქსელში ამალია ჯიბლაჯესთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს სოციალურ ქსელში ეხმაურება და განნამრატავს, რომ "ნიჭიერის" კონკურსანტს სიმღერა ფონოგრამაზე არ შეუსრულებია. გვარამია აქვე აცხადებს, რომ მას არანაირი სურვილი არ აქვს ითანამშრომლოს იმ პირებთან ვინც არხი თაღლითობაში დაადანაშაულა.
"არხის სახელით მინდა განვაცხადო:
1. ქალბატონმა ამალია ჯიბლაძემ ფილარომოიის დიდ საკონცერტო დარბაზში იმღერა ცოცხლად და არა ფონოგრამით;
2. ვწუხვარ, რომ ქართული ესტრადის ფონოგრამაზე გაწაფული წარმომადგენლები ვერ (ან შეგნებულად არ) ასხვავებენ ერთმანეთისგან ფონოგრამას და ეთერში გასაშვებ დამუშვებულ ვიდეოს, რა დროსაც მუშავდება მათ შორის ხმაც და ხდება მონტაჟი, რა დროსაც შესაძლებელი ეთერში გამოსახულების და ხმის აცდენა;
3. არ მივიჩნევთ შესაძლებლად, მომავალში რაიმე სახით ვითანამშრომლოთ იმ პირებთან, ვინც არხი პრაქტიკულად თაღლითობაში დაადანაშაულა. შესაბამისად, "ბრავოს" ხვალინდელი ეთერიდან არხის გადაწყვეტილებით მოიხსნა პარლამენტის წევრი, ბატონი გოგა ხაჩიძე 4. თუ რაიმე ეჭვები კიდევ არსებობს უნიჭიერესი ქალბატონი ამალიას შესაძლებლობების შესახებ, უყურეთ ოთხშაბათს "სხვა შუადღეს". ps ეს პირადად ჩემგან: მომღერალმა და არამომღერალმა ქართველმა ლუზერებმა 2 დღეც ვერ აიტანეს არსაიდან მოსული ნიჭიერი ქალის პოპულარობა. სამარცხვინო ბოღმები.
არხის სახელით მოგართავთ აქვე საჯაროდ: ის ადამიანები, ვინც პირდაპირ არხს, ყველა ჟიურის წევრს, მერე კურიერს, რომელმაც სიუჟეტები აკეთა, პრაქტიკულად ყველას თაღლითად აცხადებს, თქვენს შოუებშიც არ მივესალმებით. ",-წერს გვარამია