,,ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ გამოძიება 315-ე მუხლით დაიწყო - იზორია

,,ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ გამოძიება 315-ე მუხლით დაიწყო - იზორია
ალექსანდრე ჭიკაიძის მოადგილის ლევან იზორის განცხადებით ,,ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით მიმდინარეობს და საზოგადოება გამოძიების დასრულების შემდეგ კონკრეტულ პასუხებს მიიღებს. საქმე ეხება 10 სექტემბერს გაზეთ ,,ალიაში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუს.
"ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში შს მინისტრმა ჭიკაიძემ განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და მასთან დაკავშირებული ჯგუფები ქვეყნის მასშტაბით არეულობისა და დესტაბილიზაციის მოწყობას გეგმავენ.

იზორიამ გადაცემაში განამარტა თუ რას გულისხმობს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლი, კერძოდ:

1. შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

2. ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვიაადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე.