ქალბატონებო, აქ ჩამოთვლილი ფეხსაცმელები თქვენ არასექსუალურს გხდით

ქალბატონებო, აქ ჩამოთვლილი ფეხსაცმელები თქვენ არასექსუალურს გხდით
არსებობენ ქალბატონები, რომლებიც საკუთარი თავისა და განწყობისთვის იპრანჭებიან, თუმცა ქალბის უმრავლესობა სარკის წინ და შოპინგებზე დროს მამაკაცებისთვის თავის მოსაწონებლად ხარჯავს, სწორედ ამიტომ გთავაზობთ „CouponCodes4u“-ის მიერ ჩატარებულ კვლევას, რომელიც დაგეხმარებათ შეარჩიოთ ფეხსაცმელი ისე, რომ სასურველ მამაკაცს თქვენი ჩაცმულობა მოეწონოს.

სპეციალური გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ მამაკაცების 71%-ს არ მოსწონს ქალის ფეხსაცმელი, რომელსაც ქუსლის ნაცვლად პლატფორმა აქვს.

არასექსუალური ფეხსაცმელების სიაში ასევე მოხვდნენ: უგები (არ მოსწონს მამაკაცების 67%-ს) კროკსები (არ მოსწონს მამაკაცების 63%-ს), გაერთიანებული პლატფორმა (არ მოსწონს მამაკაცების 58%-ს), შლოპანცები (არ მოსწონს მამაკაცების 55%-ს) მაკასინები (არ მოსწონს მამაკაცების 49%-ს) ბალეტკები (არ მოსწონს მამაკაცების 37%-ს), ბოტასები (არ მოსწონს მამაკაცების 25%)
აღსანიშნავია, ისიც, რომ იგივე კვლევის თანახმად მამაკაცების 79% ქალის შეფასებისას მის ფეხსაცმელს ყურადღებას აუცილებლად აქცევს.