როგორ დავივიწყოთ წარსული და შევიყვაროთ სხვა მტკივნეული დაშორების შემდეგ

როგორ დავივიწყოთ წარსული და შევიყვაროთ სხვა მტკივნეული დაშორების შემდეგ
თუკი ნამდვილად გიყვარდათ ვინმე, ძალიან ძნელი იქნება მისი დავიწყება დაშორების ან განქორწინების შემდეგ, თუმცა ეს შესაძლებელია. თქვენ შეიძლება იგრძნოთ თავი დაუცველად, უმწეოდ, შესაძლოა განიცადოთ დიდი სტრესული ზეწოლა, თუმცა ეს დროებითია და დარწმუნებული იყავით, რომ გადააბიჯებთ ყოველგვარ პრობლემას და დრო და დრო ყველაფერი იქნება უკეთესად. ჩვენ გასწავლით რამდენიმე გზას, თუ როგორ შეძლოთ დაივიწყოთ წარსული და იფიქროთ მომავალზე და სიურპრიზებზე, რომელსაც ცხოვრება გიმზადებთ.

1. დასაწყისისთვის ნუ იფიქრებთ უარყოფითად თქვენს წარსულზე. არ თქვათ, რომ ეს თქვენი ცხოვრების ყველაზე ცუდი წლები იყო. პირიქით გაიხსენეთ მხოლოდ კარგი და საბოლოოდ საერთოდ შეწყვეტთ წარსულზე ფიქრს. იყავით ფოკუზირებული ნათელ მომავალზე.

2. გარკვეული პერიოდის შემდეგ საერთოდ გაუშვით წარსული და დაივიწყეთ ყველაფერი რაც კი გაკავშირებდათ თქვენს ყოფილ პარტნიორთან.

3. გიყვარდეთ საუკთარი თავი. ნათელი მომავლისათვის და ახალი სიყვარულისთვის პირველი და აუცილებელი პირობაა გიყვადეთ და აფასებდეთ საკუთარ თავს. დაე გაათვითცნობიეროს თქვენმა პარტნიორმა, თუ რა დაკარგა თქვენი სახით.

4. მდორედ, ნელა მიყევით ცხოვრების დინებას. ნუ იჩქარებთ ცხოვრებაში. ყოველთვის დაფიქრდით, გაანალიზეთ და შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილებები ნებისმიერი საკითხის მიმართ.

5. მიიღეთ რაც შეიძლება მეტი სიამოვნება მარტოხელა ცხოვრებით. აუცილებელი წინაპირობაა ბედნიერებისათვის ისწავლოთ გართობა პარტნიორის გარეშე. წარმოიდგინეთ გაქვთ უამრავი დრო და გააკეთებთ იმას რაც მოგესურვებათ. წახვალთ მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან სასეირნოდ, საშოპინგოდ, გასართობად და სხვ.

6. აუცილებლად უნდა გაათვითცნობიეროთ, რომ სიყვარული წარმოადგენს რისკს. როგორც ზემოთ ვახსენეთ, კარგად დაფიქრდით, გაანალიზეთ და მხოლოდ შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება.

7. არ მოერიდოთ ახალ ურთიერთობებს. ყველაფერი მეგობრობიდან იწყება, ამიტომ დაიჭირეთ ურთიერთობა სასიამოვნო ხალხთან და შესაძლოა სწორედ რომელიმე მათგანი აღმოჩნდეს თქვენი ცხოვრების მომავალი მეგზური.

ამიტომ ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში და ნუ მიეცემით დეპრესიას, გახსოვდეთ, რომ ცხოვრება სავსეა სიურპრიზებით.