ლამაზი კანის საწინდარი 10 საკვები პროდუქტი

ლამაზი კანის საწინდარი 10 საკვები პროდუქტი
დაიღალეთ უამრავი ძვირადღირებული კოსმეტიკური საშვალების გამოყენებით, რათა თქვენი კანი გამოიყურებოდეს ლამაზად? გარდა ამისა, ისინი ხომ არ იძლევიან აბსოლიტურ შედეგს? სწორედ ამიტომ უნდა დაიცვათ კვების რაციონი და ყოველდღიურად მიიღოთ სპეციალური, ჯანსაღი საკვები პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ უამრავ ვიტამინებს და თქვენს კანს მიანიჭებენ სიჯანსაღესა და სილამაზეს.
ეს საკვები პროდუქტებია:

1. ბულგარული წიწაკა. ეს უგემრიელესი ბოსტნეული შეიცავს უამრავ ვიტამინ C_ს და ვიტამინ B6_ს. ასევე აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. საბოლოო ჯამში ამ ბოსტნეულის ყოველდღიური მიღება გძენთ ენერგიას, ჯანმრთელობას და ახალგაზრდულ იერს თქვენს კანს.

2. შავი შოკოლადი პირველი წამალია შესანიშნავი და ლამაზი კანისათვის. იგი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რაც თავიდან გვარიდებს კანის ნაადრევ დაბერებას და სძენს მას ლამაზ, ჯანმრთელ იერს.

3. ორაგული. თევზის ეს სახეობა არაჩვეულებრივია დეპრესიი, შმოთვის და სტრესის წინააღმდეგ ბრძოლისათვის. ასევე იგი შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინ D_ს, რომელიც პასუხისმგებელია თქვენი ძვლების, გულისა და ტვინის ჯანმრთელობაზე.

4. ქოქოსის ზეთი. ეს უკანასკნელი შეიცავს ლაურიაკის მჟავას, რომელიც ანტიბაქტერიული და ანტივირუსულია. ქოქოსის ზეთის მოხმარების შედეგად თქვენ იქნებით დაცული ყოველგვარი ბაქტერიებისაგან და ვირუსებისაგან. გარდა ამისა, იგი გაჯერებულია ვიტამინ E_თი, რომელიც თქვენს კანს შესძენს სინაზესა და მომხიბვლელობას.

5. მწვანე ჩაი. იგი შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს და უნიკალურ ამინომჟავებს, ლ-თიანინს, რომელიც გეხმარებად მოდუნებაში და ყველანაირი სტრესის მოხსნაში. მიირთვით 3 ჭიქა დღეში უკეთესი შედეგისათვის.

6. ისპანახი აუცილებელი კომპონენტია თქვენი ჯანმრთელი დიეტისათვის. შესაძლოა თქვენ ვერ იტანდეთ მას, თუმცა იგიგაჯერებულია ნუტრიონებით, უამრავი A, E, B, და C ვიტამინით, რაც ძალიან სასარგებლოა თქვენი კანისათვის.

7. გოგრის, მზესუმზირის თესლი არაჩვეულებრივია თქვენი კანისათვის. ისინი გამდიდრებულნი არიან სელენიუმით, მაგნიზიუმით და ვიტამინ E_თი.

8. ნიახური ძალიან სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისათვის. იგი შეიცავს ვიტამინ K_ს, რომელიც განაპირობებს სისხლის ჯანმრთელ მიმოქცევას, რაც ამცირებს სტრეს, ხოლო ხშირ შემთხვევაში სწორედ, რომ სტრესია ცუდი კანის გამომწვევი მიზეზი.

9. პაპაია. ამ უგემრიელეს ხილს მოაქვს უამრავი სარგებელი ჩენი ორგანიზმისათვის. იგი გამდიდრებულია უამრავი ვიტამინით, საერთოდ არ შეიცავს ქოლესტერინს და აროს ძალიან დაბალკალორიული.

10. სტაფილო ძალიან სასარგებლოა, როგორც ჩვენი თვალებისათვის, ასევე კანისთვის. არაჩვეულებრივია კანის გამონაყარის მოსარჩენად. ისინი გამდიდრებულნი არიან ვიტამინ A_თი და ხელს უშლის კანის კიბოს გამომწვევი უჯრედების განვითარებას.