თბილისის რომელ ცენტრალურ უბანში მდებარეობდა სიკვდილით დასჯის ადგილი, რომელიც ილია ჭავჭავაძემ თავის ერთ-ერთ მოთხრობაში აღწერა?

თბილისის რომელ ცენტრალურ უბანში მდებარეობდა სიკვდილით დასჯის ადგილი, რომელიც ილია ჭავჭავაძემ თავის ერთ-ერთ მოთხრობაში აღწერა?
თბილისის საინტერესო ისტორიაში არსებობს ისეთი ფაქტები, ამბები, რომელთა შესახებაც ბევრს არც სმენია და ისინი არც სკოლაში ისწვლება.

ვინც თბილისის ისტორიას უღრმავდება, ბევრს დააინტერსებს, თუ სად იყო ჩვენს ქალაქში სიკვდილით დასჯის ადგილი. ის ილია ჭავჭავაძეს მოთხრობაში "სარჩობელაზედ" აქვს ნახსენები. მოთხრობას კარგად თუ წაიკითხავთ, აღწერილია, რომ ეს ადგილი ავლაბრის მაღლა იყო, იქ, სადაც ხალხი ადიოდა. აღნიშნული ტერიტორია კი დღეს პრეზიდენტის რეზიდენციის უკანა მხარეა. ის ოფიციალურ სასაკლაოდ რუსებმა შემოიღეს და როგორც დანარჩენ რუსეთის ქალაქებში - "ლაბავაია პლოშჩად" ერქვა, (ქართულად - "თხემის მოედანი").

თბილისში, XIX საუკუნის
მეორე ნახევარში ცნობილი ყაჩაღი, დაუნდობელი ავაზაკი - ტატო წულუკიძე ცხოვრობდა, რომელიც ბოლოს ავლაბარში სწორედ იმ აღნიშნულ ადგილზე ჩამოახრჩვეს. სწორედ ეს ტატო ჰყავს ილიას მოთხრობაში პროტოტიპად გამოყენებული.

იმ სასაკლოს შესახებ სხვებიც წერდნენ, მაგალითად, დიუმა. ქალაქში რომ შემოვიდა, ამაღლებულ ადგილას აღმართული სახრჩობელა დაინახა, რომელზეც კაცი იყო ჩამომხრჩვალი...
მერე იმ ადგილს "ვარდის მოედანი" დაერქვა, იმ მოსაზრებით, რომ იქ ბევრი სისხლი იღვრებოდა...