სამსახურის დაკარგვის შიშით მამაკაცმა თავისი ხელის ნაცვლად ბიონიკური კიდური მიიდუღა.

სამსახურის დაკარგვის შიშით მამაკაცმა თავისი ხელის ნაცვლად ბიონიკური კიდური მიიდუღა.
ინდივიდუალურობამ შესაძლოა ადამიანი მალე გატეხოს. ჩვენი ამბის დღევანდელ გმირს დანებება არ სურდა, რთული ცხოვრებისეული სიტუაციიდან გამოსასვლელად კი ნამდვილ, ინდონეზიელ კრინის კაცად იქცა.

მანამ სანამ მთელი მსოფლიო განიხილავს რამდენად ეთიკურია ტრანსჰუმანნურობის იდეა, ათასობით ადამიანი იტანჯება ტრამვებით, კიდურების დაზიანებით ან დაკარგვით. სწორედ ასეთ ადამიანს წარმოადგენს ჩვენი ამბის დღევანდელი გმირიც - უბრალო შემდუღებელი ინდონეზიიდან. მოვლენების ასეთი განვითარება ამ მამაკაცს სამსახურის დაკარგვით ემუქრებოდა შედეგად კი ყოველგვარი სასიცოცხლო სახსრების გარეშე დარჩენით. თუმცა საბედნიეროდ ის დანებებას არ აპირებდა.


ბიონიკური ხელი ენთუზიასტმა თავად ააწყო, აამოქმედა რა მთელი თავისი ცოდნა და შემოქმედებით პოტენციალი. რამოდენიმე კვირიანი დაუღალავი შრომის შემდეგ მან მოახერხა პირველი საცდელი პროტოტიპის აწყობა, რომელიც შემდგომში ოსტატმა რამოდენიმეჯერ გააუმჯობესა. დღესაც კი ეს ხელოვნური ხელი საკმაოდ უხეშად გამოიყურება, თუმცა ერთადერთი რაც ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია - ის მოქმედებს და ეხმარება ოსტატს თავისი პროფესიული მოვალეობების შესრუელბაში.


ხელი მოძრაობაში მოჰყავს სპეციალური ელექტროდების ნაკრებს, რომელიც მისი შემქმნელის თავზეა დამაგრებული. ის ნერვული სისტემის ელექტრონულ სიგნალებს აღიქვამს და გადასცემს მათ გამაძლიერებელს, რომელიც თავისმხირვ მას პროცესორში და მიკრო-პროცესორში გადაგზავნის, რომელიც სპეციალურ ბლოკშია განთავსებული ზურგზე. მხოლოდ ამის სემდეგ შესაბამისი ბრძანებები გადაეცემა ოსტატის რკინის ხელს და კიდურიც მოქმედებაში მოდის.