ტრიალებს თუ არა უარყოფითი ენერგეტიკა თქვენს სახლში? პრაქტიკა, რომლითაც ჩვენი წინაპრები ბნელ ძალებს ებრძოდნენ.

ტრიალებს თუ არა უარყოფითი ენერგეტიკა თქვენს სახლში? პრაქტიკა, რომლითაც ჩვენი წინაპრები ბნელ ძალებს ებრძოდნენ.
შეიძლება ცოტათი უცნაურად ჟღერდეს, თუმცა არ არის გამორიცხული, თქვენს სახლში უარყოფითი ენერგია ტრიალებდეს. ჩვენ საუბარი გვაქვს იმ მეცოიურ ენერგეტიკაზე, რომელსაც ადამიანები გამოყოფენ.

უამრავ ადამიანს სჯერა და მიიჩნევს, რომ მსოფლიოში არსებობს უხილავი ძალები და ენერგეტიკული ველები, როემლთაც ადამიანის ცხოვრების ხარისხზე პირდაპირი გავლენა აქვს. უხსოვარი დროიდან მოყოლებული დღემდე ადამიანები მიმართავენ სხვადასხვა ხერხებს, ხრიკებსა და მეთოდებს საცხოვრებელი გარემოს უარყოფითი ენერგიისგან გასაწმენდად.

თუ თქვენს გარშემო ხშირად ვითარდება უსიამოვნო მოვლენები, თავს დაძაბულად გრძნობთ და რეგულარულად გეუფლებად ისეთი შეგრძნება, თითქოს გზაზე შავმა კატამ გადაგირბინათ და თქვენ მიერ წამოწყებული ყველა საქმე კრახით სრულდება, მიმართეთ დახმარებისთვის უძველეს პრაქტიკას, რომელსაც დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ. ჩვენი დიდი ბებიები და მათი წინაპრები ხშირად იყენებდნენ მარილისა და ძმრის ნარევს სახლის უარყოფითი აურისგან გასაწმენდად. უამრავი ადამიანი ამ პრაქტიკის ეფექტურობას ადასტურებს.

როგორ დავამარცხოთ უარყოფითი ენერგია

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 2 სუფრის კოვზი თეთრი ძმარი;
  • 2 ჩაის კოვზი მსხვილ გრანულებიანი მარილი;
  • მიახლოებით ნახევარი ლიტერი წყალი.

გამოყენება:

ნახევარი ლიტრი წყლით სავსე ქილაში ჩაამატეთ ორივე ინგრედიენტი და კარგად გადაურიეთ. მოათავსეთ ჭურჭელი სახლის იმ ნაწილში, სადაც ყველაზე დიდ დროს ატარებთ. კარგად დააკვირდით, მარილის ნაწილაკები უარყოფითი აურის ბოლომდე შთანთქმის შემდეგ წყლის ზედაპირზე უნდა ამოტივტივდეს.

სავსებით შესაძლებელია, თქვენ სკეპტიკურად განეწყოთ მოცემული პრაქტიკის მიმართ, თუმცა მიუხედავად ამისა, არსებობს უამრავი ადამიანი, რომელიც ამ მეთოდის ეფექტურობას ადასტურებს და რეგულარულად მიმართავს მას დახმარებისთვის.

ვიმედვონებთ, რომ ეს იფნორმაცია თქვენთვის საინტერესო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!