ზოდიაქოს ეს 7 ნიშანი თავს არასოდეს გაიმტყუნებს, ისინი ყოველთვის და ყველასთან მართლები არიან.

ზოდიაქოს ეს 7 ნიშანი თავს არასოდეს გაიმტყუნებს, ისინი ყოველთვის და ყველასთან მართლები არიან.
"ან მე როგორც ვიტყვი, ან არანაირად!" - მეტნაკლებად ასეთია ამ 7 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრებისეული კრედო. არაფერია იმაზე უსიამოვნო ვიდრე ადამიანი, რომელიც ფიქრობს რომ ყოველთვის და ყველაფერში მართალია. ის ჯიუტად თავის აზრზე დგას, მაშინაც კი როცა ბევრი დამამტკიცებელი და დამაჯერებელი ფაქტები არსებობს. FPAPARAZZI-ის რედაქცია გთავაზობთ, გადახედოთ ამ ნიშნების აღწერილობას, რომ გაიგოთ ეს ზოდიაქოს ნიშნები ასე რატომ მოქმედებენ.

  1. ვერძი

    ეს ნიშანი არ დათმობს არაფრის დიდებით და არასდროს მაშინაც კი როცა მისთვის ნათელია რომ ცდება. არც ელოდოთ, ვერძი არ დანებდება. ზოგიერთი ჯიუტი ზოდიაქოს ნიშანი ძლიერი ზეწოლის შემდეგ პოზიციებს თმობს, მაგრამ არა ვერძი. უფრო მარტივია, მარტო დატოვოთ - დაე მარტო დარჩეს საკუთარი შეხედულებით.


  2. კურო

    არაჯანსაღად ჯიუტი ხასიათის გამო კურო ფიქრობს, რომ შეუცვლელად მართალია. თუმცა მას მაინც აქვს ჯანსაღი აზროვნება და იშვიათ შემთხვევაში შეუძლია აღიაროს კიდეც, რომ შეცდომა დაუშვა, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ რაც უამრავ უდაო და აშკარა ფაქტს წარუდგენენ. ან არსებულ ფაქტებს რამდენიმე დამატებით ფაქტს წარუდგენენ. კურო ძალიან მდგრადია, ასე რომ ჯობს უკან დაიხიოთ.


  3. ტყუპები

    ტყუპები - ეს ორთავიანი მონსტრი. მათი პრობლემა გაორებულ პიროვნებაშია, როდესაც ერთი ტყუპი სიმართლეში დარწმუნებულია, მეორე კი მნიშვნელოვნად მერყეობს. ამასთან პირველმა ხმამ შეიძლება მეორე ჩაახშოს. თუ საქმე სამართლიანობის ბრძოლამდე მივა, მეთაური პირველი ტყუპი იქნება. უბრალოდ ის სასურველს სინამდვილედ ღებულობს.


  4. კირჩხიბი

    მიზეზი, რის გამოც კირჩხიბი თავის სინამდვილეში დარწმუნებულია - ეს გადაჭარბებული მგრძნობელობაა, რომელიც მას შეცდომების დაშვების უფლებას არ მისცემს. თუ ამას აღიარებს, დიდხანს ბოდიშის მოხდა და ნაცარში თავის ჩაყოფა მოუწევს. კირჩხიბისთვის ეს ზედმეტია. ამიტომ მარტივია იფიქრო, რომ მართალია თვითონ, ვიდრე ყურადღების ცენტრში მოექცეს იმით, რომ სადღაც შეცდომა დაუშვა.


  5. ლომი

    სიამაყე! სწორედ ეს აიძულებს მას საკუთარი თავი მუდმივად მართალი ჩათვალოს. პრინციპში ეს თვისება უფრო სიამაყედ ითვლება. მოდით ლომს თავისი მივცეთ: მას შეუძლია აღიაროს საკუთარი შეცდომები სახლში, მარტო, ღამე, სიბნელეში, საბნის ქვეშ. სინამდვილეში ვერასდროს იხილავთ როგორ წევს ლომი ხელს და ამბობს: "გნებდებით, თქვენ მოიგეთ! მე მართალი არ ვარ!"


  6. სასწორი

    სასწორი მიუხედავად იმისა, რომ გადაჭარბებული სიჯიუტით არ გამოირჩევა, მას ეს შემაშფოთებელი ხასიათის თვისება მაინც აქვს და სჯობს ეს ძალიან სერიოზულად აღიქვათ. რატომ? რადგან სასწორისთვის ეს უფრო თამაშია, ვიდრე სხვა რამე. სხვადასხვა სიტუაციაში მანიპულირების სიყვარული - ეს სწორედ ისაა, რაც სასწორს აიძულებს იმოქმედოს ისე, როგორც სწორად თვლის და ამასთან იყოს თავდაჯერებული საკუთარ სიმართლეში.


  7. თევზები

    თევზები სასიკვდილოდ საკუთარ აზრზე არ დგას, როგორც ვერძები და ლომები, მაგრამ ტყავიდან ძვრებიან, რომ საკუთარი მოსაზრება დაამტკიცონ. და ეს სიამაყის ან სიჯიუტის გამო არ ხდება. თევზები ზოგჯერ ასე ყურადღებას იქცევენ. ზოგჯერ თვლიან, რომ საკმარისად არ ესმით ან ვერ ამჩნევენ და მაშინ ზოგიერთ საკითხში ყველას ჯინაზე ჯიუტობას იწყებს.