სისხლში შარდმჟავას დონე დარეგულირდება და სახსრების ტკივილი გაქრება ამ საშუალების დახმარებით.

სისხლში შარდმჟავას დონე დარეგულირდება და სახსრების ტკივილი გაქრება ამ საშუალების დახმარებით.
შარდმჟავა - ბუნებრივი ნივთიერება ჩვენს ორგანიზმში. ის წარმოადგენს ნატრიუმის მარილების მიკროსკოპულ კრისტალებს, რომლებიც ფორმირდება ღვიძლში და სხეულიდან გამოიდევნება თირკმელების მეშვეობით. როდესაც ორგანიზმი შეფერხებულად მუშაობს, შარდმჟავას კონცენტრაცია საგრძნობლად იზრდება, რამაც შეიძლება საკმაოდ დიდი პრობლემები შეგვიქმნას.



როდესაც ამ ნივთიერების დონე იზრდება, ის იწყებს დაგროვებას თირკმელებში, სახსრებში და სხვა ქსოვილებში. ყოველივე ამან შეიძლება მიგვიყვანოს თირკმლის უკმარისობამდე და სახსრების საშინელ ტკივილამდე.

დღევანდელ სტატიაში ჩვენი რედაქცია გთავაზობთ ერთ საოცრად მარტივ გზას, თუ როგორ დავირეგულიროთ შარდმჟავას დონე ორგანიზმში. ტრადიციული და არატრადიციული მედიცინის წარმომადგენლები ერთხმად თანხმდებიან იმ ფაქტზე, რომ გარდა სპეციალური საშუალებების მიღებისა, შარდმჟავას დონის შესამცირებლად აუცილებელია სპეციალური დიეტის დაცვა და ბიოლოგიურად აქტიური დანამატების მიღება, რომლებიც არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას.

ერთ-ერთი ასეთი ყველაზე ეფექტური პროდუქტი შავი წიწაკის ეთერზეთია, რომელიც ანტიოქსიდანტური თვისებების ხარჯზე ეფექტურად ამცირებს შარდმჟავას დონეს სისხლში და ამ გზით რამდენჯერმე ამცირებს პოდაგრისა და თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკს.



პროფილაქტიკური მიზნებისთვის რეკომენდებულია ამ ეთერზეთის მიღება შინაგანად. ის გამოირჩევა ანტიბაქტერიული, ანტისპაზმური და მატონიზირებელი ეფექტით, გამოდევნის ორგანიზმიდამ ტოქსინებს, წიდებს და ააქტიურებს, აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესებს. შავი წიწაკის ეთერზეთი უნდა მიიღოთ დღეში 3-ჯერ 1-2 ორი წვეთის ოდენობით 1 ჩაის ჭიქა თბილ წყალთან ერთად, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

ამ საშუალების შინაგანად მიღების პარალელურად არაჩვეულებრივია სახსრების მსუბუქი მასაჟი, რათა საგრძნობლად შევიმსუბუქოთ ართრიტისა და რევმატიზმის სიმპტომები. ჩაამატეთ 2 წვეთი შავი წიწაკის ეთერზეთი მასაჟისთვის განკუთვნილ ნებისმიერ ზეთში და შეუდექით სხეულის პრობლემური მონაკვეთების მასაჟირებას. აკეთეთ მსუბუქი მოძრაობები იქამდე, სანამ მსუბუქი წვისა და ჩხვლეტის შეგრძნებას არ იგრძნობთ.



გაითვალისწინეთ, შარდმჟავას დონე განსაკუთრებით მაღალი სწორედ იმ ადამიანებშია, რომლებიც გამოირჩევიან ალკოჰოლისადმი სიყვარულით, მიირთმევენ დიდი რაოდენობით ცხიმიან და ნახშირწყლებით გაჯერებულ საკვებ პროდუქტებს, მაქსიმალურად ტვირთავენ თავს ფიზიკურად და შიმშილობენ ხანგრძლივი დროის განმავლობაში. შავი წიწაკის ეთერზეთით მკურნალობის პარალელურად აუცილებელია ჯანსაღ კვებაზე გადასვლა და რაციონიდან პურინებით მდიდარი პროდუქტების ამოღება, რათა მივიღოთ სასურველი შედეგი მინიმალურ ვადაში.

პროდუქტები, რომლებსაც უნდა მოერიდოთ:

  1. წითელი ხორცი;
  2. სუბპროდუქტები - არაძირითადი პროდუქტები, რომლებიც მიიღება დაკლული საქონლის პირველადი დამუშავების დროს (შიგნეულობა, ტვინი, ენა, ფეხები და სხვ.);
  3. ხორცის კონსერვები და ხორცის ბულიონები;
  4. თევზის ცხიმიანი სახეობები;
  5. სპირტის შემცველი სასმელები;
  6. ყავა და შოკოლადი;
  7. ლობიო და თხილეული;
  8. საკონდიტრო ნაწარმი;
  9. ყვავილოვანი კომბოსტო და ისპანახი.



ცნობისთვის, საკმაოდ ხშირად ისეთ უსიამოვნო პრობლემას, როგორც შარდმჟავას დონის მატებაა, ჭარბი წონა უდევს საფუძვლად. თუ თქვენ დიეტებს იცავთ, თუმცა ზედმეტი კილოგრამების მოშორებას მაინც ვერ ახერხებთ, აუცილებლად ესტუმრეთ ექიმს და შეიმოწმეთ ჰორმონალური ფონი.

ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!