თირკმელკენჭოვანი დაავადების სამკურნალო უძველესი ხალხური რეცეპტები

თირკმელკენჭოვანი დაავადების სამკურნალო უძველესი ხალხური რეცეპტები
რამდენიმე წლის წინ მქონდა მწვავე ტკივილის შეტევა. გამოვიძახე სასწრაფო დახმარება, რომელმაც დამისვა თირკმკის დიაგნოზი. მეორე დღესვე მივედი ექიმთან, ჩავიტარე გამოკვლევა-თირკმელში აღმომაჩნდა კენჭი. ბევრი ვეძებე და ხალხურ მედიცინაში მივაგენი ეფექტურ წამალს.

  • აიღეთ მომცრო მომინანქრებული ქვაბი, ჩაყარეთ შიგ 1 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი წითელი მოცვის ფოთოლი (შეიძლება მზეზე გამხმარიც), დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, შედგით ნელ ცეცხლზე და 20 წუთის განმავლობაში ადუღეთ. გადმოდგით ქურიდან, გააცივეთ, გადაწურეთ და მიიღეთ 1/3 ჩაის ჭიქა დილით, უზმოზე, საუზმემდე ნახევარი საათით ადრე.

  • ერთმანეთში აურიეთ 1 ცალი ლიმონის, 1 საშუალო ზომის ჭარხლის, სტაფილოსა და კიტრის წვენი. მიიღეთ ყოველდღე 2-4 ჩაის ჭიქა მთელი კვირის განმავლობაში.

  • აადუღეთ ნახევარი ლიტრი რძე და ჩაყარეთ შიგ 100 გრამი ოხრახუშის წვრილად დაჭრილი ფესვი. ადუღე ნელ ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში, თან განუწყვეტლივ ურიეთ. გადმოდგით ქურიდან და გადაწურეთ. გაყავით სამ ულუფად და მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

  • აურიეთ ერთმანეთში წვრილად დაჭრილი 300 გრამი არყის ფოთოლი, 150 გრამი სამყურა, ამდენივე ჭანგას ფესვი, შვიტას ბალახი და კამის თესლი. ორი სუფრის კოვზი ნარევი ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით ნახევარი ლიტრი წყალი, მიიყვანეთ დუღილამდე, ადუღეთ 5 წუთი ნელ ცეცხლზე, მერე გადმოდგით და ერთი საათის შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ 150 მლ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე 1,5 თვის განმავლობაში. მერე 10 დღე შეისვენეთ და გაიმეორეთ. შეგიძლიათ, შესვენებებით 2-3 ასეთი კურსი ჩაიტაროთ.

  • ნესვის კურკები უნდა გავრეცხოთ, გავაშროთ და ყავის საფქვავში ან ხორცსაკეპ მანქანაში დავაქუცმაცოთ. ავიღოთ 1 ჩაის კოვზი, დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე რძე და კიდევ 2-3 წუთის განმავლობაში ვადუღოთ. 1 ჭიქა ამ ნახარშს 7 დღის განმავლობაში დღეში სამჯერ ვსვამდი, რასაც თირკმლის მსუბუქი შეტევა და შარდით კენჭის გამოყოფა მოჰყვა.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი