ბუასილის სამკურნალო ხალხური საშუალებები რომელმაც ყველა საოჯახო აფთიაქში უნდა დაიდოს ბინა.

ბუასილის სამკურნალო ხალხური საშუალებები რომელმაც ყველა საოჯახო აფთიაქში უნდა დაიდოს ბინა.
როდესაც მეუღლეს ბუასილის დიაგნოზი დაუსვეს, ვიფიქრე, ოპერაციის გარეშე ვერ გადავრჩებოდით. მაინც დავიწყე ხალხური საშუალებების ძებნა. მოვიძიე სხვადასხვა რეცეპტი, რამდენიმე მათგანი გამოვიყენეთ კიდეც, მაგრამ შედეგი ვერ მივიღეთ, ალბათ, დაავადება შორს იყო წასული და იმიტომ. ერთხელ მული გვესტუმრა. რასაკვირველია, მოვუყევი ეს ამბავი. სწორედ მან მასწავლა რამდენიმე ეფექტური რეცეპტი:

  • ჭიქაში ჩაასხით 1 სუფრის კოვზი თაფლი, 1 სუფრის კოვზი ნაღების კარაქი და გაათბეთ წყლის აბაზანაზე. მოჭერით დაახლოებით ხელის თითის ოდენა ალოეს ფოთოლი, მოაცილეთ წამახვილებული კიდეები, ამოავლეთ თბილ, გამღვალ ნარევში და მოათავსეთ ანუსში. ეს პროცედურა გაიმეორეთ ყოველდღე. პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში შვება თითქოს არც ისე შესამჩნევი იყო, მაგრამ თანდათანობით დაავადებამ უკან დაიხია. ამ მეთოდის მკურნალობას დასჭირდა თვეზე მეტი, მაგრამ შედეგი აღმოჩდა ძალიან კარგი. მომზადებული ნარევი ჩემს მეუღლეს მთელი კურსის განმავლობაში ეყო.

  • აგვისტოს ბოლოს, 15-20-დან, დაკრიფეთ, უფროს სწორად, ფესვიანად ამოიღეთ მიწიდან ტყის მარწყვი (ბაღისა არა). გადაარჩიეთ, რომ ბალახი არ შეჰყვეს, 15 ძირი (ფესვიან-ფოთლიანად) გარეცხეთ, დააქუცმაცეთ და მოხარშეთ 1 ლიტრ წყალში, მომინანქრებულ ქვაბში. ადუღეთ 10-15 წუთი, შემდეგ გადმოდგით და თავდახურული შეაგრილეთ. მიიღეთ დღეში 3-ჯერ ნახევარი ღვინის ჭიქა 1 თვის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ გააგრძელოთ. შედეგი გასაოცარია.

  • თუჯის ჭურჭელში მოათავსეთ 1 სუფრის კოვზი თაფლი, 10 გრამი სუფთა პროპოლისი, 50 მლ ზეთი, 50 გრამი თაფლის სანთელი. ჭურჭელი შედგით კარგად გახურებულ ღუმელში, ვიდრე ყველა კომპონენტი კარგად არ გალღვება, მერე გამოიღეთ და გააცივეთ. ძილის წინ ამ ნარევით გაჟღინთეთ დოლბანდის ტამპონი და ჩაიდეთ ანალურ ხვრელში მთელი ღამით. ასე გაიმეორეთ ყოველ ღამე ჩივილების გაქრობამდე.

    ვისაც ქრონიკული ჰემოროი აქვს, კარგად უწყის გამწვავების პერიოდში მასთან დაკავშირებული უხერხულობანი. გთავაზობთ ამ პრობლემის სწრაფად მოგვარების საშუალებას:

  • 2-3 სუფრის კოვზ გვირილის ყვავილებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 საათი, გადაწურეთ და დაიდეთ საფენები ჰემოროიდულ კვანძებზე სრულ შეხორცებამდე.

  • სწორი ნაწლავიდან სისხლდენისას შეგიძლიათ დააქუცმაცოთ ფარსმანდუკი და დაასხით სპირტი, უნდა გაიჩეროთ 2 კვირა და მიიღოთ 30 წვეთი მცირე წყლით გაზავებული, დღეში 3-ჯერ. რამდენიმე დღეში ეს წვეთები სისხლდენას შეაჩერებს.

  • სწორი ნაწლავიდან სისხლდენისას კარგია ჭინჭარი და ძახველიც. 2 სუფრის კოვზ ჭინჭრის მშრალ ფოთლებს უნდა დაასხათ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე და გააჩეროთ 1 საათი, შემდეგ გადაწუროთ და მიიღოთ ნახევარი ჭიქა დღეში 2-ჯერ.

    ანუსის ნახეთქებს ამ მალამოთი შეიხორცებთ:
    ერთმანეთში შეურიეთ 50 გ თაფლი, ნაღების კარაქი და 25 გრამი პროპოლისი. ეს საცხი წაისვით კუჭის მოქმედების შემდეგ და ძილის წინ.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი