ჩემმა მეგობარმა კუჭის დაბალი მჟავიანობის სამკურნალოდ ხალხური საშუალებები მირჩია და მართლაც შედეგიანი აღმოჩნდა.

ჩემმა მეგობარმა კუჭის დაბალი მჟავიანობის სამკურნალოდ ხალხური საშუალებები მირჩია და მართლაც შედეგიანი აღმოჩნდა.
ჩემი სამსახურის გამო კვების რეჟიმის დაცვას ვერ ვახერხებ, ხშირად მიწევს სახელდახელოდ წახემსება მშრალი საკვებით, რამაც ჩემს კუჭ-ნაწლავს ძალიან ავნო -დამეწყო მუცლის შებერილობა, ყაბზობა. მივედი ექიმთან, ჩავიტარე გამოკვლევები და აღმომაჩნდა ქრონიკული გასტრიტი კუჭის წვენის დაბალი მჟავიანობით. ჩემმა მეგობარმა მირჩია, ეს წამლები მომემზადებინა და მიმეღო. დავუჯერე მას და თქვენც გიზიარებთ ამ რეცეპტებს, რადგან მართლაც შედეგიანი აღმოჩნდა.

  • აიღეთ 2 თავი ახალი ნიორი, დაჭერით წვრილად, მოათავსეთ მინის ქილაში და დაასხით 2 ჩაის ჭიქა არარაფინირებული ზეთი. ერთი დღე-ღამის შემდეგ ამ ნარევს დაამატეთ 2 ლიმონის წვენი. ამის შემდეგ ქილას მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და მოათავსეთ ბნელ, გრილ ადგილას. 1 კვირის შემდეგ ნაყენი მზადაა. გემო, რასაკვირველია, სპეციფიკური აქვს. სამაგიეროდ, მაღლა სწევს მჟავიანობას და გაგათავისუფლებთ ყაბზობისგან. მიიღეთ 1 ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. შეგიძლიათ, 3 თვე მიიღოთ, შემდეგ 1 თვე შეისვენოთ, მერე კი სურვილის შემთხვევაში გააგრძელოთ.

  • აიღეთ თანაბარი რაოდენობის გამხმარი და დაფშვნილი პიტნა, კამა და კრაზანა, აურიეთ ერთმანეთში, 2 სუფრის კოვზს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2 საათს, გაფილტრეთ და სვით დღის განმავლობაში, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ერთ ჯერზე მხოლოდ 1-2 სუფრის კოვზის მიღება შეიძლება.
    მე ამ ნაყენს ვიღებ ჭამის წინ, მაგრამ მომხდარა ისეც, რომ ჭამის შემდეგ დამილევია და არაფერი დაშავებულა.


  • 50 გრამ გულყვითელას გამხმარ ყვავილს დაასხით 3 ლ არყის ხის წვენი (ამ წვენს თურმე გაზაფხულობი აგროვებენ არყის გადაჭრილი მერქნიდან), თავზე დაახურეთ და 10 წუთი გააჩერეთ ნელ ცეცხლზე, შემდეგ შეფუთეთ და 12 საათით დადგით. ამის შემდეგ გაფილტრეთ, დაამატეთ 200 გ თაფლი, გულდასმით აურიეთ და შედგით მაცივარში. მიიღეთ 1/4 ჭიქა ჭამამდე, დღეში 2-3-ჯერ.

  • კუჭის წვენის სეკრეციის გასაძლიერებლად საუზმეზე მიიღეთ გახეხილი ვაშლი (150 - 200 გ) და სამმაგი რაოდენობის გახეხილი ნედლი გოგრის რბილობი. ამასთან ერთად მიიღეთ ლიმონის წვენი(1/4ჭ 1ჩ/კ თაფლთან ) ასეთი საუზმის შემდეგ რამდენიმე საათი არაფერი მიიღება. ვაშლისა და გოგრის რაოდენობის შემცირება შეიძლება.

  • დაბალი მჟავიანობის დროს კარგია: ასკილის ნაყოფის ნაყენი, ჭარხლის წვენი, საკვებში გამოიყენება ნედლი ჭარხალი.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი