96 წლის ბებომ გადაწყვიტა გაეყიდა სახლი, რომლის ინტერიერიც 72 წელი არ შეცვლილა.

96 წლის ბებომ გადაწყვიტა გაეყიდა სახლი, რომლის ინტერიერიც 72 წელი არ შეცვლილა.
ალბათ ყველას გვყავს მეზობლები, რომელთანაც იშვითად ვკონტაქტობთ, მაგრამ გვიჩნდება კითხვა: როგორ გამოიყურება მათ სახლი შიგნიდან? შესაძლოა, დიდებულად მორთულია და იდეალური სისუფთავეა, ან პირიქით სრული არეულდარეულობა და ქაოსია. ჩვენ გლამურულ ჟურნალებს ვათვალიერებთ და თეთრი შურით ვაკვირდებით ბინებს ბრწყინვალე ინტერიერით. ამავდროულად ტელევიზორში ზოგჯერ აჩვენებენ ისეთ "ბუნაგებს", რომ უბრალოდ გაურკვეველია აქ ადამიანები საერთოდ როგორ ცხოვრობენ. 



ერთხელ, 2014 წელს 96 წლის მოხუცმა ქალმა ტორანტოდან სახლის გაყიდვა გადაწყვიტა. გარედან სახლი ისე გამოიყურებოდა, როგორც ყველა სახლი ქუჩაში. მაგრამ ინტრიგა იმაში მდგომარეობს, თუ რა იყო სახლის შიგნით.

წარმოიდგინეთ, რამდენი დრო და, რაც მთავარია, ენერგია უნდა დახარჯო რომ სახლი მთლიანად შეინარჩუნო? და თუ ადამიანი 96 წლისაა? როცა მყიდველები სახლში მივიდნენ, გაოცებისგან სუნთქვა შეეკრათ: შიგნით ყველაფერი იდეალურად მოფიქრებული იყო და ჩანდა, რომ ინტერიერის თითოეული დეტალის უკან ისტორია იმალებოდა. 



ამ სახლში აბსოლუტურად ყველაფერი 50-იანი და 50-იანი წლების სტილში იყო მორთული. რკინის ქანდაკებები, ვარდისფერი ფარდები, მრავალფეროვანი ხალიჩები და ბევრი სხვა. 

96 წლის ქალი, რომელიც აქ ცხოვრობდა, მთელი ცხოვრება მკერავად მუშაობდა და სახლის დიზაინის მოწყობას ყურადღებით მიუდგა. ოჯახის მცირე დახმარებით და მისი ასაკის მიუხედავად, მან შეძლო სახლის ისე მორთვა, როგორიც ის 72 წლის წინ იყო!

ეს სახლი უცხოვრებელიც გეჩვენება, რადგან რთული წარმოსადგენია, რომ აქ ვინმე ცხოვრობდა. სახლში ყველა ნივთი იდეალურ მდგომარეობაშია! შეხედეთ სურათებს და თავად შეაფასეთ ეს ტიტანური შრომა:

სტუმართმოყვარე, რაც ყველაზე მთავარია - წარმოუდგენლად ლამაზი მისაღები. უბრალოდ შპალერს შეხედეთ!



სამზარეულო ძალიან პრაქტიკულია და აქ ჭამა, ან უბრალოდ ყოფნა სასიამოვნოა. ყოფილი დიასახლისი მკერავად ტყუილად არ მუშაობდა: იცის, როგორ მორთოს. 



ეს კუთხე სასაუზმედ იდეალურია, რომ დღე მხნედ და მხიარულად დაიწყო!



ელეგანტური სასადილო, სადაც სამეფო ოჯახის წევრების დაპატიჟებაც არ შეგრცხვებათ!



სხვა ოთახების ფონზე, საძინებელი მოკრძალებული გეჩვენებათ, მაგრამ მაინც იგრძნობა გემოვნება და ყურადღებით გაფორმება. 


სახლის სარდაფში ასეთ ბარის ქონაზე უარს არავინ იტყოდა. აქ ინტერიერი სხვა ოთახებისგან განსხვავდება, მაგრამ იგრძნობა კომფორტი, რომელიც გიქმნით სურვილს გადაკრა ერთი ჭიქა.