ბანანის ნიღაბი სახის მშრალი და დანაოჭებული კანისთვის, ნაადრევად ნუ შეეგუებით ნაოჭებს.

ბანანის ნიღაბი სახის მშრალი და დანაოჭებული კანისთვის, ნაადრევად ნუ შეეგუებით ნაოჭებს.
ყველა ქალმა იცის, რაოდენ მნიშვნელოვანია სახის კანის მოვლა. დღეს პარფიუმერული ბაზარი გაჯერებულია ფართოდ რეკლამირებული, ძვირად ღირებული კოსმეტიკითა და კანის მოსავლელი საშუალებებით. ცხადია, ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ მე უპირატესობას ვანიჭებ ჩემივე ხელით მომზადებულ ნიღბებსა და კრემებს და უნდა გითხრათ, რომ შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ.

მშრალ და დანაოჭებულ კანს ძალიან უხდენა ბანანი. მისგან ნაირ-ნაირი ნიღბის მომზადება შეიძლება:
  • ბანანი კოვზით გასრისეთ, ფაფად აქციეთ და წაისვით სახეზე. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, შემდეგ ცივი წყლით. ნიღაბი, კანის მდგომარეობის კვალობაზე, გაიკეთეთ ყოველდღე ან დღეგამოშვებით. კურსი 15 -20 პროცედურას მოიცავს.

  • კარგად აურიეთ ერთმანეთში თითო სუფრის კოვზი ხაჭო და არაჟანი, დაუმატეთ ამდენივე ბანანის რბილობი. წაისვით სახეზე და 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლით.

    ეს რეცეპტი უფრო ხანში შესულ ქალბატონებს გამოადგებათ - ის პირისკანს სიცოცხლეს, ახალგაზრდულ ფერს და ელასტიკურობას უბრუნებს.
  • ერთმანეთში აურიოთ 1 სუფრის კოვზი ხაჭო და 1 ჩაის კოვზი ზღვის მარილი. ეს ნარევი დღეში 2-ჯერ წაისვით სახეზე და 15-20 წუთს გაიჩერეთ. ჩამოიბანეთ თბილი წყლით, შემდეგ კი სახეზე ცივი წყალი შეისხით.

    ეს ნიღაბი მარტივი გასაკეთებელია. სახის კანს ახალისებს, ასუფთავებს და ელასტიკურს ხდის.
  • აიღეთ 2 სუფრის კოვზი ახალი ხაჭო, ამდენივე რძე, 1 ჩაის კოვზი თაფლი და 5-7 წვეთი კალენდულას ნაყენი, აურიეთ, ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ და მთელ სახეზე წაისვით. დაიტოვეთ 15-20 წუთს. ჩამოიბანეთ თბილი მარილწყლით.

    ხილის მკვებავი და გამწმენდი ლოსიონი
  • აიღეთ 2 სუფრის კოვზი მარწყვი, 1 სუფრის კოვზი ჟოლო ან 1 სუფრის კოვზი შავი მოცხარი, კარგად გასრისეთ და დაასხით 300 გრამი არაყი. 10 დღე გააჩერეთ სიბნელეში, ოთახის ტემპერატურაზე. გადაწურეთ და გამოიყენეთ ნორმალური და ცხიმიანი კანის გასაწმენდად.
    გამოყენებამდე ლოსიონი 1,5-ჯერ, 2-ჯერ, ან 3-ჯერ გააზავეთ წყლით, თორემ შესაძლოა, კანი გამოაშროს.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი