მეგობარმა ერთი ნაყენის მომზადება მასწავლა, რომლის წყალობითაც საკვერცხეების ანთება და თეთრად შლა საბოლოოდ დავამარცხე

მეგობარმა  ერთი ნაყენის  მომზადება მასწავლა, რომლის წყალობითაც საკვერცხეების ანთება და თეთრად შლა საბოლოოდ  დავამარცხე
გათხოვებიდან ერთი წლის შემდეგ საკვერცხეების ანთება დამემართა. ვიმკურნალებდი, ერთხანს კარგად ვგრძნობდი თავს, მერე კი ყველაფერი თავიდან იწყებოდა. ასე გაგრძელდა 2-3 წელი. ერთხელ ჩემი გასაჭირი მეგობარს შევჩივლე. მან ერთი ნაყენის მომზადება მასწავლა, რომლის წყალობითაც საკვერცხეების ანთება საბოლოოდ დავამარცხე.

ნაყენი ასე მზადდება:
აიღეთ თითო ჩაის კოვზი დაქუცმაცებული ძიძო, ასისთავა და ვირისტერფა, აურიეთ ერთმანეთში, 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, ერთ საათს გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში, შემდეგ გაფილტრეთ და მიიღეთ მესამედი ჭიქა დღეში 6-ჯერ 3-4 კვირის განმავლობაში.
ეს ნაყენი გინეკოლოგის დანიშნულების პარალელურად უნდა მიიღოთ. თუ ასე მოიქცევით, მერწმუნეთ, ამ დაავადებისგან სამუდამოდ განთავისუფლდებით.

ეფექტურია ეს საშუალებაც:
გვირილის ყვავილის ნაყენით გამორეცხვები საუკეთესოა საკვერცხეების ანთების სამკურნალოდ.
ამისთვის 1,5 სადილის კოვზ გვირილის მშრალ ყვავილს უნდა დაასხათ ერთი ჭიქა მდუღარე წყალი. შეფუთოთ, დადგათ 20 წუთი, გაწუროთ.
გამორეცხვები უნდა ჩატარდეს ვაგინალური ოყნით. ნაყენის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 36-37 გრადუსს.




თეთრად შლას ასე უმკურნალებთ:
25 გ გულყვითელას (აფთიაქში იყიდება, კალანდულასაც ეძახიან) დაასხით 100 მლ სპირტი და გააჩერეთ სიბნელეში (ოღონდ არა მაცივარში) 2 კვირა. 1 ჭიქა ნელთბილ, ანადუღარ წყალში გაურიეთ 1 ჩაის კოვზი სპირტხსნარი და გაიკეთეთ გამორეცხვა დღეში ერთხელ. მე დღეგამოშვებით ვიკეთებდი და ხუთი პროცედურა მეყო.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი