მშობლების საკითხავი: ენურეზი - უნებლიე შარდვა ბავშვებში

მშობლების საკითხავი: ენურეზი - უნებლიე შარდვა ბავშვებში
4-12 წლის ასაკში ბავშვებში (განსაკუთრებით ბიჭებში) საკმაოდ ხშირია ღამით შარდის შეუკავებლობა. უნებური მოშარდვა ღამის განმავლობაში შეიძლება 1-4-ჯერ განვითარდეს. ბავშვები, როგორც წესი, ამას ვერ გრძნობენ და აგრძელებენ ძილს სველ ლოგინში.

ჩართეთ ბავშვი ფიზკულტურასა და სპორტში, მოაშორეთ ტელევიზორს. ეცადეთ 17 საათის შემდეგ არ მისცეთ ბავშვს სითხეები რეკომენდებული ჩაის გარდა. დაძინებამდე 30 წუთით ადრე მიეცით პურის ნაჭერი მარილით. ასე გააგრძელეთ 40 დღის განმავლობაში. მიაჩვიეთ ბავშვი გვერდზე წოლას (შარდის შეუკავებლობა ხდება ზურგზე წოლის მდგომარეობაში).შემოახვიეთ ბავშვს ძილის წინ პირსახოცი ისე, რომ მაგარი კვანძი მოექცეს ზურგისკენ. ის ხელს შეუშლის, მიიღოს ზურგზე წოლის მდებარეობა.

რეცეპტები:
  • დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე 2 ს/კ, კრაზანას ბალახს, ადუღეთ ნელ ცეცხლზე, გააცივეთ, გაწურეთ. მიეცით დასალევად 1/2 -1 ჭიქა ცივი ნაყენი ძილის წინ.

  • რეკომენდებულია დააყენოთ და სვათ, როგორც ჩაი, თანაბარი რაოდენობით აღებული ორი მცენარის - კრაზანას და ასისთავას ნარევი. ამასთან, საკვებიდან აუცილებლად უნდა გამორიცხოთ მწიფე ყურძენი, საზამთრო, ნიახური, სატაცური.

  • დაასხით 1 ჭიქა მდუღარე 1 ს/კ კამის თესლს, დააყენეთ თბილ ადგილას (უმჯობესია თერმოსში) არანაკლებ სამი საათისა. ნარევი მიეცით დასალევად ერთ მიღებაზე. კარგად კურნავს შარდის შეუკავებლობას.

  • სვით განსაკუთრებული ნორმის გარეშე სალბის გამხმარი ბალახის ჩაი ან მისი წყლიანი ნაყენი. ნაყენი მოამზადეთ 50 გრამი ბალახისაგან 1 ლ მდუღარეზე, დააყენეთ ერთი საათი, გაწურეთ.

  • თუ ბავშვი ცუდად შარდავს, მან უნდა ჭამოს მეტი საზამთრო, ნესვი, ნედლი კომბოსტო და სვას შტოშის წვენი, მარწყვის ნაყოფის და ფოთლების ნაყენი, მსხლის წვენი, ხურტკმელას ნაყოფის ნახარში. მიეცით კამის ბალახის ან ოხრახუშის ძირების ნაყენი: აიღეთ 100 გრამი კამის ბალახი ან ოხრახუშის ძირები, დაასხით 1ლ მდუღარე, დააყენეთ 1საათი, გაწურეთ. ასვით 1/3 ჭიქა 3-ჯერ დღეში, 2 კვირის განმავლობაში.