ნეგო (უკვდავა) ჩინებული ნაღველმდენია...

ნეგო (უკვდავა) ჩინებული ნაღველმდენია...
ბავშვობიდან მაწუხებდა ნაღვლის ბუშტი. საკმარისი იყო, მსუქანი ხორცი ან ნიგვზიანი კერძი მეჭამა, რომ შეტევა მეწყებოდა. ექოსკოპიაზე მითხრეს, კენჭი არ გაქვს, უბრალოდ, ნაღველს უჭირს გადინება და ამიტომ ნაღველმდენი უნდა სვაო. ქიმიურ წამლებს მცენარეული მირჩევნია, ამიტომ წიგნებში დავიწყე ძებნა და აღმოვაჩინე, რომ უკვდავას (ნეგო) ჰქონია ნაღველმდენი თვისებები. წიგნში ეწერა, თუ მას სამყურასთან, პიტნასა და ქინძის თესლთან ერთად გამოიყენებთ, უკეთეს შედეგს მიიღებთო. ვცადე, მოვამზადე აღწერილი რეცეპტით ნაყენი, ვსვი 2 კვირა და არაჩვეულებრივი შედეგი მივიღე, ახლა წელიწადში 4-ჯერ პროფილაქტიკისთვის ვიტარებ 2-2 კვირიან კურსს. მინდა თქვენც გასწავლოთ ეს რეცეპტი, დარწმუნებული ვარ, ბევრს გამოადგება.

აიღეთ: 3,0 გ ნეგოს ყვავილი; 3,0 გ სამყურას ფოთოლი; 2,0 გ პიტნის ფოთოლი; 2,0 გ ქინძის თესლი.
მომზადების წესი:
  • 1 ჩაის კოვზ ნარევს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი და თავდახურულ ჭურჭელში 20 წუთი გაიჩერეთ, შემდეგ გაფილტრეთ, გააგრილეთ და დალიეთ თბილ-თბილი, 1/2-1/2 ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

  • 1 ს/კ გამხმარი ბალახი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში და დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი. ჭურჭელი ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში და 5 წუთი გააჩერეთ. ამის შემდეგ გადმოდგით, შეფუთეთ და გაგრილებამდე დატოვეთ. გაგრილებული ნაყენუ გაწურეთ ორმაგ დოლბანდში და მიიღეთ სუფრის კოვზით დღეში 3-4-ჯერ, ჭამიდან ნახევარი საათის შემდეგ.

  • აიღეთ 0,5 კგ სტაფილო, ამდენივე ქიშმიში და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. დაუმატეთ 500 გ თაფლი და მიიღეთ დღეში 3-ჯერ თითო სუფრის კოვზი.

  • ნაღვლის ბუშტის გამოსარეცხად: 1 ს/კ უკვდავას დაასხით 1 ჩ.ჭ მდუღარე წყალი, ადუღეთ 10 წუთი, გააცივეთ, გაწურეთ და მთლიანად დალიეთ. დააყოლეთ 100 გ ზეითუნის ზეთი. ამის შემდეგ დაწექით მარჯვენა გვერდზე, დაიდეთ სათბურა ასე დარჩით საათ-ნახევრის განმავლობაში.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი