ახლობლის რჩევით დავიწყე მოცვის ნაყენი სმა და მართლაც, ჯანმრთელობის მდგომაორება საგრძნობლად გამიუმჯობესდა

ახლობლის რჩევით დავიწყე მოცვის ნაყენი სმა და მართლაც, ჯანმრთელობის მდგომაორება საგრძნობლად გამიუმჯობესდა
ჩემს თავზე გამოვცადე წითელი მოცვის სიკეთე და მინდა, მისი საოცარი თვისებები სხვებსაც გავაცნო. საერთოდ, მიდრეკილება მაქვს მარილების დაგროვებისკენ. მუდმივად მქონდა ქვიშა ნაღვლის ბუშტში, თირკმელებში, ძალიან ხშირად მემართებოდა ფაღარათი. ახლობელმა მირჩია, მოცვის ფოთლების ნაყენი მესვა.

ნაყენი ასე უნდა დამზადდეს:
  • 2 ს/კ მოცვის დანამცეცებული ფოთლები ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, წამოადუღეთ 2-3 წთ. შემდეგ გადმოდგით და თავდახურული შეაგრილეთ. გადაწურეთ და სვით 2 ს/კ 3-4-ჯერ დღეში, 2 კვირის განმავლობაში. შეისვენეთ ერთი თვე და გაიმეორეთ. ამ ნაყენის მიღების შემდეგ მომეხსნა თირკმელებსა და ნაღვლის ბუშტის ტკივილი, აღარც ფაღარათი მაწუხებს, მაგრამ პროფილაქტიკის მიზნით ყოველ გაზაფხულზე მაინც ვიმეორებ ორ-ორ კურსს.

ექიმის კომენტარი:
წითელი მოცვი მარადმწვანე მცენარეა. მისი ფოთლების მოკრეფა შეგიძლიათ ადრეულ გაზაფხულზე, როგორც კი თოვლი დნობას იწყებს. მცენარე ზამთარშიც არ იშორებს ფოთოლს და დაბალი ტემპერატურის დროსაც ინარჩუნებს არა მხოლოდ სინორჩეს, არამედ სამკურნალო თვისებებსაც. სწორედ ამ დროს, ვიდრე აყვავილდება, იკრიფება მისი ფოთოლი. წითელი მოცვი ყვავილობას იწყებს მაის-ივნისში, ნაყოფი კი მწიფდება ივლის-აგვისტოში.
სამკურნალოდ გამოიყენება როგორც ფოთლის ნაყენი, ისე ნახარში. გარდა იმისა, რომ მას გააჩნია ანტისეპტიკური თვისებები, არის შარდმდენი, კუჭში შემკვრელი, ანთების საწინააღმდეგო და ოფლმდენი საშუალება. წითელი მოცვის ფოთლების ნახარში და ნაყენი მიიღება ასევე, შარდკენჭოვანი დაავადებების, ნიკრისის ქარის, ცისტიტის, პიელონეფრიტის, თირკმლებისა და გულის მიზეზით გამოწვეული შეშუპების, რევმატიზმის, გაცივების, გრიპისა და მაღალი ტემპერატურის დროს.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი