მსურს გაგაცნოთ ნიახურის სამკურნალო თვისებები და მოგიყვეთ, როგორ ვმკურნალობ ამ მცენარით.

მსურს გაგაცნოთ ნიახურის სამკურნალო თვისებები  და მოგიყვეთ, როგორ ვმკურნალობ  ამ მცენარით.
ავადმყოფობა არ მაშინებს - ჩემს ბოსტანში ყოველთვის მოიძებნება საჭირო მცენარე. სამკურნალო მცენარეებს სხვაგანაც ვაგროვებ. სამკურნალო წიგნებიდან წლების განმავლობაში ვიწერდი ინფორმაციას ბოსტნეულისა და სხვა მცენარეების სამკურნალო თვისებების შესახებ. მსურს, გაგიზიაროთ ჩემი ცოდნა, გაგაცნოთ ნიახურის სამკურნალო თვისებები და მოგიყვეთ, როგორ ვმკურნალობ ამ მცენარით. დიდხანს ვიტანჯებოდი პოლინოზით. ერთხელ ნაცნობმა ექთანმა მირჩია, ნიახურის წვენი მესინჯა:

  • აიღეთ ნიახურის მსხვილი და წვნიანი ღეროები და გამოწურეთ. მიიღეთ 1 ჩ/კ ახალგამოწურული წვენი დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. დოზა თანდათანობით გაზარდეთ და მესამედ ჭიქამდე ადით.
    სანამ ამგვარად ვმკურნალობდი პოლინოზს, აღმოვაჩინე, რომ მიკლო სახსრების ტკივილმა. მალე თირკმელების ტკივილიც დამიცხრა. მოგვიანებით წიგნებშიც ამოვიკითხე, რომ ნიახურის ნაყენი კარგი ყოფილა თირკმლის დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.

  • 2 ს/კ დაქუცმაცებულ ფესვს უნდა დაასხათ 1 ჭიქა ცივი წყალი, დააყენოთ 2 საათით და გაწუროთ. მიიღოთ 1/3 ჭიქა დღეში სამჯერ ჭამამდე. ამ ნაყენს აქვს მსუბუქი შარდმდენი მოქმედება და შესანიშნავად არეგულირებს წყალმარილოვან ცვლას.

    ნიახურის წვენი ოდითგანვე მიიჩნეოდა ძალისა და ენერგიის წყაროდ.

  • მიიღეთ ახალგამოწურული ნიახურის წვენი - რამდენიმე ჩაის კოვზი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 100 გრამს.

    ძალიან კარგია ასეთი ნარევებიც:
  • ნიახური, სტაფილო და ჭარხალი;
  • ნიახური, სტაფილო და ბოლოკი;
  • ნიახური და პომიდორი.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი