მინდა გიამბოთ როგორ დამავიწყა ანგინა სამუდამოდ 102 წლის ბებომ...

მინდა გიამბოთ როგორ დამავიწყა ანგინა სამუდამოდ 102 წლის ბებომ...
მაღალმთიანი სოფლის მკვიდრი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ მთელი სიცოცხლე სუფთა ჰაერით ვსუნთქავდი, წვრილ-წვრილ დაავადებებს მაინც ვერ გადავურჩი. წლების განმავლობაში მტანჯავდა ანგინა. ერთ წელიწადს დასასვენებლად ბორჯომში წასვლა გადავწყვიტე, გზაში კვლავ გავცივდი და ანგინაც დამეწყო. დიდი გაჭირვებით ვიშოვე სანატორიუმის საგზური, ამიტომ უკან დაბრუნება არც მიფიქრია. ექიმი იქვე გავიკითხ - გამოვიკითხე, იქაურებმა ერთ 102 წლის ბებოსთან მისვლა მირჩიეს. ბებომ გულდასმით მომისმინა და მითხრა, 10 დღეში მოგარჩენო.

მიმატანინა თაფლი, წითელი და მწვანე წიწაკა, 2 თაფლის სანთელი და დაანთო. გასანთლული ქაღალდი, ადრე კომპრესის ქაღალდს რომ ეძახდნენ, ორად გადაკეცა და სანთლის ალზე კიდეები მოუწვა. გააკეთა მისგან პატარა, ძაბრივით ჭურჭელი, ჩაასხა შიგ ნახევარი ჭიქა თაფლი და ჩადო საჩვენებელი თითისოდენა წიწაკა. ასე ეჭირა ნელ ცეცხლზე, ისე, რომ ქაღალდი არ იწვოდა. თაფლი და წიწაკა 3 წუთის განმავლობაში ხარშა, შემდეგ ჭიქაში გადმოასხა, წიწაკა ამოიღო, თაფლი გააცივა და კოვზით დამალევინა.

ამ წამალს მასმევდა დღეში ერთხელ, ნავახშმევს, რადგან ამის შემდეგ არც რამის დალევა და არც ჭამა არ შეიძლებოდა. 3 დღის შემდეგ თავს უკეთ ვგრძნობდი, 10 დღეში კი ანგინა სამუდამოდ გაქრა. მკურნალობის დროზე ადრე შეწყვეტა არაფრით არ შეიძლება-შესაძლოა, მოჩვენებითი გამოჯანმრთელების შემდეგ ანგინამ ძალა მოიკრიბოს და უფრო მეტი ძალით შემოგიტიოთ.

თუ ამ საშუალებით ვერ მოახერხებთ მკურნალობას, შეგიძლიათ მეორე ნაცადი რეცეპტი გამოიყენოთ

დაგჭირდებათ:
  • 1 ჩაის კოვზი 70 გრადუსიანი სპირტი
  • 1 ჩაის კოვზი ლუგოლის ხსნარი
  • 1 ჩაის კოვზი გლიცერინი

მომზადების და გამოყენების წესი:
ეს ყველაფერი ერთმანეთში აურიეთ და ამ ხსნარით დაიმუშავეთ ნუშურა ჯირკვლები ანგინის დროს. პროცედურის ჩატარება აუცილებელია 3 დღე ზედიზედ.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი