მერწყულს ზოდიაქოს სხვა ნიშნებისგან 15 თვისებით გამოვარჩევდი

მერწყულს ზოდიაქოს სხვა ნიშნებისგან 15 თვისებით გამოვარჩევდი
FPAPARAZZI-ის რედაქცია დღეს მერწყულის უპირატესობების შესახებ გიამბობთ. მათ ნამდვილად ბევრი დადებითი თვისება აქვთ! ზოდიაქოს ეს ნიშანი განსაკუთრებულია. ისინი ჭკვიანები და კეთილგონიერები არიან, შეუძლიათ თქვენი საუკეთესო მეგობრები იყვნენ! და ეს ყველაფერი არაა!

აქ არის 15 მიზეზი, რატომ უნდა ვიზრუნოთ, გვიყვარდეს და მოვუაროთ მერწყულს. 

1. მერწყულები განსაკუთრებით ჭკვიანები არიან



მათ შორის ყველაზე ზარმაცებსაც კი დიდი ძალისხმევის გარეშე კარგი შედეგების მიღწევა შეუძლიათ. უბრალოდ დაფიქრდით, თუ რას მიაღწევენ საქმეში ბოლომდე რომ დაიხარჯონ! მათ ჯილდოების, სტიპენდიების და მედლების კოლექცია ექნებათ... და ეს მხოლოდ დასაწყისია. 


2. მერწყულები მჭერმეტყველები არიან



ზოგიერთი მათგანი შეიძლება მორცხვი იყოს, ზოგი კი - საკმაოდ ყბედი. როცა სიჩუმის მოყვარული მერწყული ლაპარაკობს, ყველა ყურადღებით და გულგაჩერებული უსმენს. მოხერხებული მერწყული მჭერმეტყველებას იწყებს როცა საუბარი მათთვის საინტერესო საკითხს ეხება. 


3. მერწყულები კეთილგონიერები არიან



ეს თვისება თითქმის ნებისმიერ ცხოვრებისეულ სფეროში ვლინდება, იქნება ეს ბიზნესი, სამსახური, თუ სიყვარული. ისინი პრაქტიკულად აზროვნებენ. რომანტიკა მათთვის უცხოა. მერწყული მთელი დღე სიყვარულის ახსნის სმს-ებით არ აგავსებთ. დრამატიზმი და იმპულსურობა - ეს მათი არაა.


4. მერწყული - დაბადებული ლიდერად



ამისთვის მათ ყველა აუცილებელი თვისება აქვთ. ისინი მზად არიან პასუხისმგებლობის ასაღებად. მერწყული ბუნებით შემოქმედია, შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღება და სამომავლო მოქმედების გეგმის შედგენა. ზოგჯერ, მართალია, თავისი რეპლიკებით საკმაოდ უხეშები არიან. თუმცა იდეალური ხომ არავინ არის. 


5. მერწყულს უყვარს განმარტოება



მარტო თავს საკმაოდ კომფორტულად გრძნობენ. მერწყულს უყვარს საკუთარი შინაგანი სამყაროს შესწავლა, რაიმე საკითხსა და შემთხვევაზე დაფიქრება, ან უბრალოდ სიწყნარით და სიმშვიდით სიამოვნების მიღება. მათ საკუთარი ფიქრებისა და გრძნობების გაზიარება უჭირთ.