ისტორიული ვიზიტი: კიმ ჩენ ინის დის სამხრეთ კორეაში ჩასვლას მთელი მსოფლიო განიხილავს 

ისტორიული ვიზიტი: კიმ ჩენ ინის დის სამხრეთ კორეაში ჩასვლას მთელი მსოფლიო განიხილავს 
ოლიმპიური თამაშები - ეს შემთხვევაა, როცა ყოველ ორ წელიწადში ერთხელ მთელი მსოფლიოდან სპორტის თაყვანისმცემლები ტელევიზორების ეკრანებს მიჯაჭვულნი არიან. მაგრამ წელს იყო რამდენიმე შემთხვევა, რომლის გამოც ფიონგჩანგზე არა მხოლოდ, როგორ ოლიმპიადის დედაქალაქზე საუბრობდნენ. 



რა თქმა უნდა, გვსურს გითხრათ ჩრდილოეთ კორეიდან დელეგაციის ჩამოსვლის შესახებ. ამ ქვეყნების სპორტსმენები პერიოდულად ერთი და იმავე დროშის ქვეშ გამოდიოდნენ, მაგრამ მსგავსი რამ დიდი ხანია არ ყოფილა. 



პირველად, კორეული ომის დასრულების შემდეგ, სამხრეთ კორეას კსდრ-ის (კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა) დელეგაცია ესტუმრა. უფრო მეტიც, კიმ ჩენ ინის და, კიმ იო ჯონგი - მმართველი ოჯახის პირველი წარმომადგენელია, რომელიც სამხრეთ კორეას ესტუმრა. 





გასაგებია, რომ მთელი მსოფლიო ამ საკმაოდ ლამაზ ქალს თვალყურს ადევნებდა. კიმ იო ჯონგი ოლიმპიური თამაშების გახსნას დაესწრო, იმყოფებოდა კონცერტზე და რამდენჯერმე სამხრეთ კორეის პრეზიდენტს მუნ ჩჟე ინს შეხვდა.