30 წლის და მარტოხელა ვიყავი, მაგრამ კარგი კარიერით. ქალი ჰყვება უსახლკაროსთან სიყვარულის ისტორიას. 

30 წლის და მარტოხელა ვიყავი, მაგრამ კარგი კარიერით. ქალი ჰყვება უსახლკაროსთან სიყვარულის ისტორიას. 
ვინ არ ოცნებობს თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცზე ქორწინებაზე? თუმცა დღეს FPAPARAZZI-ის რედაქციას სურს გიამბობთ ისტორია, თუ როგორ გათხოვდე მამაკაცზე, რომელიც ბუჩქის ქვეშ ცხოვრობს.

2006 წელს შვედი მწერალი, ემი აბრაჰამსონი ამსტერდამში მეგობარს ესტუმრა. და სანამ გრძელსკამზე დამჯდარი მას ელოდებოდა, მასთან ვიკ კოჩულა მივიდა. 



აბრაჰამსონი მაშინვე გამოელაპარაკა უცნობს, თუმცა გარეგნობით მიხვდა რომ ის ღამე ქუჩაში ათენებდა. "მაშინვე მივხვდი, რომ უსახლკარო იყო. ის იყო დახეულ ტანსაცმელში, მისი თმები და წვერი ძალიან გრძელი და ბინძური იყო."



"მაგრამ როცა საუბარი დავიწყეთ, შევნიშნე რომ მას ძალიან ლამაზი თაფლისფერი თვალები ჰქონდა, როგორიც არასდროს მენახა. ამასთან თავიდანვე ჩემი გაცინება მოახერხა" - ჰყვება ქალი. 



ცოლ-ქმარი აღიარებს რომ ერთმანეთის მიმართ ლტოლვა მაშინვე იგრძნეს და 5 დღის შემდეგ ამ გრძელსკამთან შეხვედრაზე შეთანხმდნენ. 



კოჩულა წარმოშობით ამერიკიდან არის, ხოლო უსახლკარო ევროპაში ავტოსტოპით წარუმატებელი მოგზაურობის გამო გახდა.