დამწვრობის შემდეგ ნაწიბურები რომ არ დაგრჩეთ კანის აღდგენაში მცენარეული საშუალებები დაგეხმარებათ

დამწვრობის შემდეგ ნაწიბურები რომ არ დაგრჩეთ კანის აღდგენაში მცენარეული საშუალებები დაგეხმარებათ
რამდენიმე წლის წინ აგარაკზე ჩემს უმცროს შვილს ხელ-ფეხზე ადუღებული წყალი გადაესხა. ტკივილისგან, საწყალს, ხმის ამოღების თავიც არ ჰქონდა, დამწვარი ადგილები კი ისე გამოიყურებოდა, როგორც თონიდან ახალგამოღებული გოჭის ზურგი. ღამდებოდა, სანამ სოფელში ფეხით ჩავიდოდი და ამოვიდოდი, გათენდებოდა კიდეც. ბედად, გამახსენდა ბებიაჩემისგან ნასწავლი მეთოდი - ჩაის საფენები. სასწრაფოდ მოვამზადე მაგარი ჩაის ნაყენი და ბავშვს დამწვარზე დავაფინე. რამდენიმე საათში ტკივილმა იკლო, მეორე დღეს კი საერთოდ გაქრა, კიდევ რამდენიმე დღეც და ბავშვს ხელ-ფეხი ისე მოუშუშდა, დამწვრობის კვალიც აღარ დარჩა. გაგაცნობთ ჩემს რეცეპტს:

  • მომინანქრებულ ჭურჭელში ჩაყარეთ 1 ჩაის კოვზი შავი ან მწვანე ჩაი, დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი, დაახურეთ თავზე და დააყენეთ. შემდეგ გააგრილეთ 13-14 გრადუსამდე, დაასველეთ მასში დოლბანდის ტამპონი და დამწვარ ადგილზე დააფინეთ. თუ სხვანაირად არ მაგრდება, დოლბანდითვე გადაახვიეთ. ნახვევი ცვალეთ ისე, რომ გამოშრობამდე არ მიიყვანოთ. ასე იმკურნალეთ, სანამ ტკივილი არ დაცხრება და დამწვარი ადგილები მოშუშებას არ დაიწყებს. შესაძლოა, ამისთვის 10-12 დღეც დაგჭირდეთ. ჩაის საფენები კარგია მზით დამწვრობის დროსაც. გაითვალისწინეთ, ყოველი პროცედურისთვის უნდა მოამზადოთ ახალი ნაყენი.

    შეგიძლიათ ეს ალტერნატიული საშუალებებიც გამოიყენოთ:

    დამწვრობის შემდეგ ნაწიბურები რომ არ დაგრჩეთ, კანის აღდგენაში ჭინჭარი და კრაზანა დაიხმარეთ.
  • ჭინჭრის ფოთლების ნახარშს შეურიეთ 100 გრამი წიწვი, 100 გრამი ღორის მუცლის ქონი, 100 გრამი თაფლის სანთელი და აადუღეთ.
    დამწვარი ადგილი გაისუფთავეთ კირიანი წყლით( 1 სადილის კოვზ დამწვარ კირს დაასხით 1 ლიტრი წყალი ) და ჭრილობაზე დაიფინეთ ნარევით გაჟღენთილი საფენი. ეს წამალი მძიმე დამწვრობასაც კი 3-4 დაფენის შემდეგ აშუშებს.

  • აიღეთ 1 სადის კოვზი კრაზანას ყვავილი და დაასხით 1 ჩაის ჭიქა მზესუმზირას ზეთი, დააყენეთ 14 დღე, დროდადრო ურიეთ.
    გამოყენებამდე კარგად უნდა აურიოთ და ისე დაიდოთ ჭრილობაზე.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი