თუ ზამთარმა გამოგფიტათ აღიდგინეთ ძალ-ღონე მცენარეული საშუალებებით

თუ ზამთარმა გამოგფიტათ აღიდგინეთ ძალ-ღონე მცენარეული საშუალებებით
ზამთრის შემდეგ დაღლილობას, გამოფიტვასა და ენერგიის ნაკლებობას ბევრი უჩივის. ზოგს მუშაობა აღარც კი შეუძლია. ასეთი რამ ყოველ გაზაფხულზე თავად მემართება, მდგომარეობიდან გამოსვლაში კი ეს საშუალებები მეხმარება:

  • 1 სუფრის კოვზ ბაბუაწვერას დაქუცმაცებულ ფესვს, ღეროსა და ფოთოლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი, ადუღეთ 15 წუთი, გააცივეთ და გადაწურეთ. სვით 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ ჭამამდე, დაახლოებით 2-3 კვირის განმავლობაში.

  • აიღეთ 1 სადილის კოვზი ბაბუაწვერას ფესვი და დაასხით 1 ჩაის ჭიქა არაყი ან სპირტი, გააჩერეთ 2 კვირა, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 30 წვეთი წყალთან ერთად დღეში 3-ჯერ, ჭამამდე.

  • კარგია კაკლის ფოთოლთა ნაყენიც: 10 გრამ კაკლის მშრალ ფოთოლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი, ადუღეთ 15 წუთი, გააცივეთ და გადაწურეთ. მიიღეთ 1 სადილის კოვზი 3-ჯერ დღეში.

  • 2 სუფრის კოვზ გამომშრალ, დაქუცმაცებულ ნიახურს (ფოთოლს) დაასხით 1 ჩაის ჭიქა ანადუღარი წყალი, გააჩერეთ 2 საათი და გადაწურეთ. მიიღეთ 1/3 ჭიქა დღეში 3-ჯერ.

  • 1 სადილის კოვზ ასფურცელას გამხმარ ყვავილს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი და 2 საათი გააჩერეთ. უნდა დალიოთ თითო სადილის კოვზი ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.
    ამ ჩაის სმა განუსაზღვრელი ხნით შეიძლება.

  • ვიღებთ თანაბარი რაოდენობის (დაახლოებით 200 გრამ) კურაგას, ქიშმიშსა და შავი ქლიავის ჩირს, ნახევარ ჩაის ჭიქა ნიგოზს, ვურევთ ერთმანეთში და ვატარებთ ხორცსაკეპ მანქანაში. ვუმატებთ 5 სუფრის კოვზ თაფლს და კარგად ამოვურევთ. ვასხმათ მინის ქილაში და თავდახურულს ვდგამთ მაცივარში . ვიღებთ 1 სუფრის კოვზს დღეში 1-ხელ სულ მცირე ერთი თვის განმავლობაში. შესაძლოა, მეტხანსაც. ეფექტი ნელ-ნელა გახდება შესამჩნევი, თუმა დიდხანს გასტანს.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი