მნიშვნელოვანია ვიცოდეთ თაფლის სწორად გამოყენება სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ თაფლის სწორად გამოყენება  სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ
ეს საშუალებები დადებითად მოქმედებენ სხვადასხვა ასტენიური მდგომარეობების, ნერვული დაძაბულობების, ავიტამინოზების დროს, ასევე გამოჯანმრთელების პერიოდში.

  • 3-4 წლის ალოე არ მორწყათ 3 დღის განმავლობაში. შემდეგ მოჭერით ფოთლები, გარეცხეთ, დააქუცმაცეთ და გამოწურეთ წვენი (უნდა მიიღოთ 150 გრ. წვენი). დაუმატეთ 350 გრ. კაგორი, 250 გრ. თაფლი, დადგით ბნელ, გრილ ადგილას 4-5 დღით. მიიღეთ 1ს/კ 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წთ-ით ადრე.

  • აიღეთ 1 ჩ/ჭ ქიშმიში (უკურკო), 2 ლიმონი კანიანად, 1 ჩ/ჭ ნიგოზი, 1ჩ/ჭ ჭერამი, ყველაფერი დააქუცმაცეთ და დაუმატეთ 1,5 ჩ/ჭ თაფლი. აურიეთ. მიიღეთ 1 ს/კ 3-ჯერ დღეში, ჭამამდე. ბავშვებს მიეცით 1 ჩ/კ დესერტის, ან სუფრის კოვზი, ასაკის მიხედვით.

    ასევე, მინდა თაფლის სწორად გამოყენება გასწავლოთ, განსაკუთრებით კუჭის დაავადებების დროს.

  • კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობისას თაფლი უნდა გავხსნათ 40-42 გრადუსამდე ტემპერატურის წყალში, რათა მის შემადგენლობაში შემავალი სასარგებლო ორგანული ნივთიერებები და მიკროელემენტები არ დაიშალოს, და ასე მივიღოთ.
    თაფლი უნდა მივიღოთ დღეში 4-ჯერ: საუზმის, სადილის, ვახშმის წინ და დაძინებამდე ნახევარი საათით ადრე. კუჭის წვენის დაბალი მჟავიანობისას თაფლი ჭამამდე 15-20 წუთით ადრე უნდა მივიღოთ, მომატებული მჟავიანობისას- 1,5-2 საათით, ხოლო ნორმალური მჟავიანობისას - 1 საათით ადრე. დაქვეითებული მჟავიანობისას თაფლი ოთახის ტემპერატურის წყალში უნდა გავხსნათ. დღეში შეიძლება მივიღოთ 120-150 გრამამდე თაფლი, მაგრამ უარი უნდა ვთქვათ შაქარსა და შაქრის შემცველ პროდუქტებზე. თაფლთან ერთად არ არის რეკომენდებული თეთრი პურის, ცომეულის, მაკარონისა და კარტოფილის ჭამა. სიფრთხილე მართებთ შაქრიანი დაიბეტით დაავადებულებს - მათთვის თაფლით მკურნალობა უკუნაჩვენებია.

    მინდა, მათ ვისაც ნერვული დაძაბულობა და უძილობა აწუხებს, ვურჩიო თაფლზე მომზადებული ნაყენის მიღება:
  • კატაბალახას ფესვები დააქუცმაცეთ, აიღეთ 15 გრამი და მოათავსეთ ფაიფურის ჭურჭელში. დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და დილამდე დატოვეთ. მეორე დღეს გადაწურეთ და დაამატეთ 1 სუფრის კოვზი თაფლი. მიიღეთ 30 მლ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ძილის წინ შეგიძლიათ ცოტა მეტიც მიიღოთ.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი