როგორ მოვირჩინე ფეხის სოკო უექიმოდ...

როგორ მოვირჩინე ფეხის სოკო უექიმოდ...
რამდენიმე თვის წინ შევამჩნიე, რომ ფეხის თითები მექავებოდა და მიწითლდებოდა. პოლიკლინიკის ექიმმა სოკოს დიაგნოზი დამისვა. გამიკვირდა: სოკო რამ გამიჩინა - ზღვაზე მე არ დავდივარ და აბანოში, არც სხვისი ფეხსაცმლით მისარგებლია-მეთქი. ექიმმა ამიხსნა, შესაძლოა, ეს იმუნიტეტის დაქვეითების ან უხარისხო ფეხსაცმლის ბრალი იყოსო. წამალიც გამომიწერა, მაგრამ აღარ დამჭირვებია - მეგობარმა ხალხური საშუალებები მასწავლა, რომელიც ძალიან მომიხდა.

  • აიღეთ რამდენიმე კბილი ნიორი, გაჭყლიტეთ, გაწურეთ, დაუმატეთ იმავე რაოდენობის 90%-იანი სპირტი და 10-ჯერ მეტი გამოხდილი წყალი. ისვით ფეხებზე, ვიდრე სულმთლად არ მოგირჩებათ. მერწმუნეთ, ძალზე ეფექტურია.

  • ნახევარლიტრიან ქილაში ჩაასხით 50 გრამი 70-90%-იანი ძმრის ესენცია, დაამატეთ 1 ცალი ქათმის კვერცხი, კარგად აურიეთ, თავზე დაახურეთ და სიგრილეში დადგით. მაცივარში არ შეიძლება!
    24 საათის შემდეგ დაუმატეთ 200 გრამი ნაღების კარაქი, კარგად აურიეთ და კიდევ 24 საათით გააჩერეთ იმავე ადგილას. მალამო მზად არის. თხლად უნდა წაისვათ სოკოთი დაზიანებულ კანის უბნებზე. გექნებათ წვის შეგრძნება, მაგრამ ცოტა უნდა მოითმინოთ და არ ჩამოიბანოთ. ასე უნდა გაიმეოროთ 3-4 დღე, შემდეგ კი დაიბანოთ და დააკვირდეთ. თუ სოკოს ნიშნებს ჯერ კიდევ ამჩნევთ, 3-4 დღიანი კურსი უნდა გაიმეოროთ.

  • გაუზავებელი ვაშლის ძმრით დაასველეთ ბამბის ქსოვილი (ხელოვნური არა! ) და გაუწურავად დაიფინეთ იმ ადგილზე, სადაც სოკო გაქვთ. ეს პროცედურა დღეში 6-ჯერ უნდა ჩაიტაროთ თანაბარი ინტერვალებით. საფენების შეწყვეტის საჭიროებას თავად იგრძნობთ.
    ფეხსაცმელები ძმრიანი ტილოთი დაამუშავეთ და კარგად გააშრეთ.

  • ფეხის სოკოს დაავადების დროს, განსაკუთრებით თუ ლოკალიზებულია თითებშორის, გამოიყენება საკვები სოდა 1 ს/კ. დაასხით მცირე რაოდენობით ოთახის ტემპერატურის წყალი, დაამუშავეთ კარგად, დაზიანებული ადგილი ამ სითხით შეიშრეთ და დააყარეთ სახამებელი ან ტალკი.

  • 2 ს/კ მარილი 1/2 თბილ წყალში კეთდება აბაზანები 5-10 წუთის განმავლობაში, ყოველდღე, სასურველი შედეგის მიღებამდე.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი