მეგობარმა, ცისტიტის სამკურნალოდ საოცარი, ხალხური რეცეპტები მირჩია, მას შემდეგ შვებით ამოვისუნთქე

მეგობარმა, ცისტიტის სამკურნალოდ საოცარი, ხალხური რეცეპტები მირჩია, მას შემდეგ შვებით ამოვისუნთქე
2-3 წელიწადი უშედეგოდ ვებრძოდი ცისტიტს. ვსვამდი ანტიბიოტიკებს. შედეგს მაძლევდა, მაგრამ წამლის შეწყვეტიდან ორიოდე თვეში პრობლემები თავიდან იწყებოდა. წარმოიდგინეთ, შინიდან ვერ გავდიოდი, რადგან სულ საპირფარეშოში მინდოდა. ტკივილზე აღარაფერს ვამბობ... ჩემი გასაჭირი შეიტყო მეგობარმა და მირჩია, ნუში გამომეყენებინა. დავუჯერე და დღემდე (წელიწადზე მეტია) მისი მადლიერი ვარ. გთავაზობთ იმ რეცეპტების ჩამონათვალს, რომელიც მეგობარმა შემომთავაზა. იქნებ თქვენც გიშველოთ:

  • 20 ცალი ნუშის გული გაფცქვენით (დაასხით ქაფქაფა წყალი - ადვილად გაიფცქვნება), შემდეგ გაამშრალეთ და დაჩეჩქვეთ. ჩაყარეთ ჭიქაში და დაასხით მდუღარე წყალი (ჭიქა ბოლომდე აავსეთ წყლით). ეს ნაყენი მოამზადეთ საღამოს. დილით, უზმოზე, დალიეთ ნაყენი და მიაყოლეთ დაჩეჩქვილი ნუში. 10 დღე სვით, შემდეგ 10 დღე შეისვენეთ და კურსი კიდევ ერთხელ გაიმეორეთ. საჭიროა 3 ათდღიანი კურსის ჩატარება.

  • აიღეთ 1 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული არყის ყვავილი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2 საათი და გადაწურეთ. მიიღეთ 1 ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
    არყის წვენი ასტიმულირებს თირკმელების ფუნქციას, წმენდს შარდის გამომყოფ გზებს და აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

  • ვიღებთ 1 სუფრის კოვზ ასკილის წვრილად დაჭრილ ფესვს, ვასხამთ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, ვდგამთ ნელ ცეცხლზე და 15 წუთს ვადუღებთ. შემდეგ ვწურავთ და ვიღებთ ნახევარ-ნახევარ ჩაის ჭიქას დღეში 4-ჯერ.

  • დაფქვით ყავის საფქვავში კამის თესლი, 1 სუფრის კოვზ ფხვნილს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, 1 საათით გააჩერეთ, გააგრილეთ და ნალექითურთ დალიეთ. სვით 2 კვირა.

  • აურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობის თაფლი და ნიახურის თესლი. მიღებული ნარევი საკმაოდ გემრიელია. მიიღეთ 2 კვირის განმავლობაში, დღეში 3-ჯერ თითო ჩაის კოვზი.

  • აიღეთ კედრის გირჩები, დააქუცმაცეთ, დაამატეთ იმავე ოდენობის თაფლი. მიიღეთ თითო ჩაის კოვზი დღეში სამჯერ, ორი კვირის განმავლობაში. ეს ნარევი არა მარტო შარდის ბუშტს, არამედ თირკმლებსაც ასუფთავებს.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცნეარეული სამკურნალო რეცეპტი