აი როგორ ვაიძულოთ ბავშვს წამლის დალევა ისე, რომ თან მოეწონოს. 

აი როგორ ვაიძულოთ ბავშვს წამლის დალევა ისე, რომ თან მოეწონოს. 
რა შეიძლება იყოს იმაზე უფრო ცუდი, როცა ბავშვი ავადაა? მაგრამ ავადმყოფი პატარა წამლის მიღებაზე უარს ამბობს. 

ბავშვისთვის საჭირო დოზის მიღება მსუბუქად რომ ვთქვათ, შეუძლებელია. მაგრამ ერთი დედის გენიალური იდეის წყალობით ტანჯვას ვეღარ იგრძნობთ!

ჰელენა ლიმ გამოაქვეყნა სურათი, სადაც გვიჩვენებს საუკეთესო მეთოდს თუ ბავშვს წამალი როგორ დავალევინოთ. მან ბოთლის რეზინის საწოვარა აიღო, მოათავსა მასში წამლით სავსე შპრიცი და ბავშვს საჭირო დოზა მიაღებინა ისე, რომ ერთი წვეთიც არ დაუღვრია. 



როგორც ლი წერს, დიდხანს ცდილობდა ბავშვისთვის წამლის მიღებას, მაგრამ ის მთლიანად ღვრიდა - სიტუაცია, ყველა მშობლისთვის ნაცნობია!

აი აქ, თავში გენიალური იდეა მოუვიდა. 



"ყურადღებით დედებო. უკანასკნელი 24 საათი ვცდილობდი ალფისთვის პარაცეტამოლის მიღებას, მაგრამ შედეგად ნახევარზე მეტი გადმოღვარა. აი აქ გამახსენდა, რომ სადღაც ასეთი ხრიკი ვნახე. " - წერს ლი სოციალურ ქსელში. 

ამის შემდეგ ყველაფერი გამოუვიდა!

და მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა მშობელმა განაცხადა, რომ ამ მეთოდს ჯერ კიდევ 40 წლის წინ იყენებდნენ, მისი პოსტი 130 ათასჯერ გააზიარეს, ასე რომ ბევრისთვის ეს აღმოჩენა გახდა.  მაგალითად, ერთ-ერთი კომენტატორი წერს: "რამდენი ცრემლის ეკონომია შეიძლება გააკეთო. და ასპირინი!"

ეს მეთოდი იმად ღირს, რომ სცადოთ - რადგან თქვენ ცხოვრებას მნიშვნელოვნად გაამარტივებს, ხოლო პატარა მალე გამოჯანმრთელდება. წაუგებელი ვარიანტი!



თქვენ იცოდით ამ ხრიკის შესახებ?